x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ამოუცნობი მოვლენა-ჩინეთში კლდე ყოველ 30 წელიწადში ქვის კვერცხებს დებს
image

თუ მანამდე არასდროს გსმენიათ კვერცხის მთის შესახებ, ალბათ არ იცით ჩან და იას შესახებ(Chan Da Ya), იდუმალი კლდე ჩინეთიდან, რომელიც იდეალურად მრგვალ ან ოვალურ კვერცხებს დებს ყოველ 30 წლის განმავლობაში. მისტიკური მასივი მდებარეობს ჩინეთის პროვინცია გუიჯოუს ავტონომიურ რეგიონში, ციანან ბუი - მიაოში.



Chan Da Ya არის ჩრდილოეთ ჩინური წარმოშობის სიტყვა და იგი ითარგმნება როგორც "კლდე, რომელიც კვერცხებს დებს". ამ ადგილმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გააკვირვა გეოლოგები და ვერცერთმა მეცნიერმა ჯერ ვერ შეძლო ამ მასივის საიდუმლოს ამოხსნა.

2, 7 მეტრის სიმაღლისა და დაახლოებით 20 მეტრის სიგრძის ამ ფერდობის კლდე ეროზიული წარმონაქმნია, რომლის ზედაპირი ფაქტიურად დაფარულია ყველა ზომის ათობით მრგვალი და ოვალური ქვით.


კლდიდან ბუნებრივად ყველაზე დიდი და მძიმე კვერცხები უბრალოდ გამოდის ფერდობიდან და ცოტა ხნის შემდეგ მათ ადგილას ახალი ჩნდება. ადგილობრივი სოფელ გულუს მკვიდრთა თქმით, ქვის კვერცხები ჩან და იაში 30 წელიწადში ერთხელ "იჩეკება".

image


უცნაური კლდოვანი წარმონაქმნების ფენომენი უნიკალურად ითვლება და ამ ფენომენის ახსნის პოვნის იმედით, გეოლოგებს დამოუკიდებლად მოუხდათ შორეული მთიანი რეგიონის პირადად შესწავლა.


ტესტებმა აჩვენა, მთის უმეტესი ნაწილი შედგება მკვრივი და მყარი დანალექისგან, ამ მასივის ერთი კონკრეტული მონაკვეთი წარმოქმნილია კირქვისგან, რომელიც ადვილად იშლება, ხოლო მრგვალი ქვები ბევრად უფრო მყარი ქვაა, ამიტომ ისინი ადვილად გამოირჩევიან ფხვიერი კლდისგან. დროთა განმავლობაში ეს ქვები ზედაპირზე ამოდის, თითქოს მთა კვერცხებს დებს. ამასთან, ჯერ ვერავინ შეძლო ახსნა, თუ როგორ გადაურჩა კირქვის მასა, რომელიც დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა კამბრიულ პერიოდში, ან რატომ არის ამოსული უცნაურად მომრგვალებული ჩანართები ჩან და ია-ს ფერდობზე.

image

გულუს მაცხოვრებლები "კვერცხისმდებელი" კლდის უნიკალურობა თაობებმა იციან და თითქმის ყველა მათგანი მუდმივად სტუმრობს ამ ადგილს, რომ წარმატებისთვის "ღვთაებრივ კვერცხებს" შეეხოს.


ადგილობრივი სოფლის თითქმის 125 ოჯახი ამ ქვებიდან ერთს მაინც ინახავს სახლში, როგორც ბედნიერების მომტან თილისმას.

image

ბოლო წლებში ტურისტებში ჩანდ და იას კლდე იმდენად პოპულარული გახდა, რომ სოფლის კოლექციის კვერცხების უმეტესი ნაწილი გაიყიდა. ახლა გულუში დაახლოებით 70 კვერცხი დარჩა და ნებისმიერი ახალი ქვა, რომელიც კლდიდან ამოსვლას აპირებს, სწრაფად იტაცებენ მონადირეები ძვირფასი სუვენირებისთვის.


0
716
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0