x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ კრძალავდნენ ფარაონებს ძველ ეგვიპტეში

გარდაცვალების შემდეგ მბრძანებლის ცხედროს მუმიფიცირება ხდებოდა. ეგვიპტელების რწმენით, ფარაონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა იმქვეყნად ცხოვრების გაგრძელებას, თუკი მისი სხეული არ გაიხრწნებოდა, რადგან სწამდათ სულის მარადიულობისა. ცხედარს ტვინსა და შიგნეულს აცლიდნენ, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცედურა იყო. შემდეგ ნატრიუმის ხსნარში დებდნენ, იყენებდნენ მუმიოს, სურნელოვან ზეთებს და კიდევ რაღაცას, რაც დღემდე უცნობია. ბოლოს ტილოს სახვევებში ახვევდნენ. ეს პროცესი წმინდა წერილების კითხვისა და საღვთო მსახურების თანხლებით მიმდინარეობდა. 70დღის შემდეგ მუმიას პირამიდაში ათავსებდნენ. შიგნეული ინახებოდა მჭიდროდ დახურულ ჰაერგაუმტარ ჭურჭლებში ე.წ. “კანოპებში”, რომლებსაც სარკოფაგის გვერდით დგამდნენ. როგორც კი ფარაონის სხეულს პირამიდაში ბოლო ნავსაყუდელს მიუჩენდნენ, გარდაცვლილის “კა” ტოვებდა სამარხს. ძველ ეგვიპტელთა რწმენით “კა”, – მეორე “მე”, -ადამიანის სული, მისი ორეული იყო, რომელიც გარდაცვალებისთანავე ეყრებოდა სხეულს და თავისუფლად მოძრაობდა სააქაოსა და საიქიოს შორის. “კა” გადადიოდა სამარხიდან და მოექცეოდა პირამიდის მწვერვალზე, სადაც ვერც ერტი მოკვდვარი ვერ შეძლებდა მის გლუვ ზედაპირზე ასვლას. იქ “კას” ხვდებოდა ყველა ფარაონის მამა, მზის ღმერთი “რა”, რომელსაც გარდაცვლილი მეფის სული თავის ეტლში აჰყავდა. ასე იწყებოდა მისი მოგზაურობა მარადისობაში. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დიდი პირამიდა არ არის ფარაონ ხეოფსის განსასვენებელი. ამ ფაქტს ორი გარემოებით ხსნიან: მაშინდელი ჩვეულების საპირისბიროდ, მეფის განსასვეენებლის კდელები სრულიად სადაა, ყოველგვარი მოხატულობისა და ორნამენტის გარეშე. სარკოფაგიც უხეშადაა დამუშავებული, სახურავიც კი არა აქვს. 3000 წლის განმავლობაშI დიდ პირამიდაში შეღწევა ვერავინ შეძლო. მას იცავდა არა მარტო საგულდაგულოდ ამოქოლილი შესასვლელები, არამედ რწმენაც, რომ მეფეთა სამარხებს სულები დარაჯობენ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პირამიდაში შეღწევას შეეცდებოდა, უთუოდ მოკლავდნენ. image

0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ელისო ლელაძე
ელისო ლელაძე
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0