x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ მოვამზადოთ კარტოფილი "ფრი"სახლში მარტივად

კარგოფილი ფრის მოსამზადებლად დაგვჭირდება :კარტოფილი, ზეთი, მარილი, ფქვილი და საწური.

საწყის ეტაპზე ვასუფთავებთ კარტოფილს, ვჭრით გრძლად, ნაჯრები არც ძალიან სქელი უნდა იყოს და არც ძალიან თხელი, უმჯობესია საშუალო სისქის.შემდეგ ვყრით წყლით სავსე ჯამში და ვაჩერებთ ნახევარი საათის მანძილზე, დროის გასვლის შემდეგ ვწურავთ კარტოფილს და ვამშრალებთ, ვიღებთ ზეთით სავსე ქვაბს გნებავთ აავსეთ ნახევრამდე, ჯერ ერთი ნაწილი შეწვით და შემდეგ მეორე ნაწილი, გახურებულ ქვაბში ვყრით კარტოფილს მაგრამ არ ვწვავთ ბოლომდე ის უნდა გამოიყურებოდეს ისე თითქოს მოხარშულიაა, და დანის დადებისას უნდა იჭრებოდეს., ვიღებთ ქვაბიდან კარტოფილს, ვაყრით ცოტაოდენ ფქვილს და მარილს, კვლავ ვაბრუნებთ კარტოფილს ცხელ ზეთიან ქვაბში გაცილებით მაღალ ტემპერატურაზე და ვწვავთ შეწითლებამდე.კარტოფილი ფრიც მზად არის.

დიდიხანია ამ რეცეპტს ვიყენებ და უგემრიელესი გამოდის, ბავშვებსაც ძალიან უყვართ, მარტივი მოსამზადებელია, უბრალოდ ცოტა დროისა და შრომის საკითხია.image

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:ელისო ლელაძე
ელისო ლელაძე
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0