x
image
ლურჯი თოლია
ფსიქოლოგიური ტესტი - რას ნიღბავთ ღიმილით?
გულწრფელად უპასუხეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ათ შეკითხვას.
გამოითვალეთ ქულები და გაიგეთ მეტი თქვენ შესახებ!
ღიმილი
1. რა ჟანრის ფილმები მოგწონთ?
A. რომანტიკა 1 ქულა;
B. მეცნიერული ფანტასტიკა 2 ქულა;
C. კომედია 3 ქულა.
2. რომელი ფერი შეეფერება თქვენს ახლანდელ განწყობას?
A. თეთრი და ნაცრისფერი 1 ქულა;
B. შავი და მუქი წითელი 2 ქულა;
C. ნებისმიერი ნათელი ფერი 3 ქულა.
3. წვეულებაზე რომ მიგიწვიონ, როგორ მოიქცევით?
A. არ მაქვს წვეულებაზე წასასვლელი დრო 1 ქულა;
B. აუცილებლად წავალ 2 ქულა;
C. თუ ჩემი მეგობრებიც წამოვლენ, მხოლოდ მაშინ წავალ 3 ქულა.
4. გამოხატავთ თქვენს გრძნობებს სხვებთან?
A. არა 1 ქულა; B. დიახ 2 ქულა; C. ზოგჯერ 3 ქულა.
5. როგორი ამინდია თქვენს შინაგან სამყაროში ახლა?
A. მზიანი 1 ქულა; B. წვიმიანი 2 ქულა; C. ელჭექიანი 3 ქულა.
6. როცა ღელავთ, როგორ იქცევით დასამშვიდებლად?
A. ვუსმენ საყვარელ მუსიკას 1 ქულა;
B. შემოქმედებითი საქმიანობით ვკავდები 2 ქულა;
C. მეგობარს ვესაუბრები 3 ქულა.
7. რამდენად ხშირად ურთიერთობთ უცნობებთან?
A. ხშირად, მაგრამ ცოტა ვღელავ 1 ქულა;
B. ძალზე იშვიათად, რადგან ძალიან ვღელავ 2 ქულა;
C. ხშირად, რადგან მათთან სასიამოვნოდ ვატარებ დროს 3 ქულა.
8. როგორი ადამიანები არ მოგწონთ?
A. მატყუარა 1 ქულა;
B. უპასუხისმგებლო 2 ქულა;
C. არავინ მომწონს, რადგან ყველას ნაკლი აქვს 3 ქულა.
9. თუ რაიმე გეგმა ჩაგეშალათ, როგორ იქცევით?
A. ყველას ვუყვირი 1 ქულა;
B. ვურიგდები შექმნილ მდგომარეობას 2 ქულა;
C. ყველაფერს ვაკეთებ მდგომარეობის გამოსასწორებლად 3 ქულა.
10. ბედნიერი ხართ?
A. გააჩნია, რა ასპექტში განვიხილავთ ბედნიერებას 1 ქულა;
B. არა 2 ქულა; C. დიახ 3 ქულა.
პასუხები:
1-13 ქულის ჩათვლით:
თქვენი ღიმილი ბოროტებას მალავს. იბოღმებით, როცა რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურთ. ყოველთვის იმას აკეთებთ, რაც სხვებს მოეწონებათ. ეს კი თქვენს გაღიზიანებას იწვევს. თუმცა გულში ბოღმის დიდხანს დაგროვება არ გჩვევიათ. დამშვიდდით და შეეცადეთ, ისე იცხოვროთ, როგორც თქვენ გსურთ. არაა აუცილებელი, ყველას მოსწონდეთ. მაინც ვერ შეძლებთ ამას და უაზრობაა სულ იმის შიშში ცხოვრება, რომ ვინმეს არ მოეწონებით.
14-17 ქულის ჩათვლით:
თქვენი ღიმილი ბევრ საიდუმლოს ნიღბავს. გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ვერავის უმხელთ. თავს მოჯადოებულ წრეში მოხვედრილივით გრძნობთ. ნამდვილად არსებობს ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება. მისი შემჩნევაა საჭირო. იგი აუცილებლად დაგეხმარებათ.
18-22 ქულის ჩათვლით:
თქვენი ღიმილი მარტოობას ნიღბავს. არის ადამიანი, ვინც სიამოვნებით იზრუნებს თქვენს ბედნიერებაზე. იყავით უფრო გახსნილი. ნუ იკეტებით საკუთარ თავში. თამამად გაუწოდეთ მას ხელი!
23-26 ქულის ჩათვლით:
თქვენი ღიმილი სიყვარულს ნიღბავს. გეშინიათ ამ გრძნობის აღიარებისა. საკუთარ თავსაც კი არ უტყდებით. სიყვარული ძალზე სასიამოვნო და ამაღლებული გრძნობაა. თამამად მიიღეთ და დატკბით ცხოვრებით!
27-30 ქულის ჩათვლით:
თქვენი ღიმილი არაფერს ნიღბავს. იგი ძალზე გულწრფელია. ამიტომაც იღებთ ცხორებისაგან საპასუხო ღიმილს. ასე განაგრძეთ!
0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0