x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რუხის ციხე

რუხის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში (ახლანდელი ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას). ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, ააგეს 1647, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე 10 წლით ადრე უნდა იყოს აშენებული). რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მისი მოგრძო ეზოს ორივე ბოლოში თითო-თითო კოშკია აღმართული. ერთ-ერთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისა, ციხის დონჟონს წარმოადგენდა. ციხის ქვედა ეზოს გორაკის სამხრეთი ფერდობი უჭირავს. ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი. შესასვლელი მოწყობილია გალავანში ჩაშენებული კოშკის I სართულში. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი კოშკია.imageimage

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:gagosha
gagosha
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0