x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საოცარი კოკო...

არა, შანელზე ნამდვილად არ ვისაუბრებ დღეს, იმედი უნდა გაგიცრუოთ.
კოკო ეს არის დედალი გორილას სახელი, რომელიც 1971 წლის 4 ივლისს დაიბადა აშშ-ში, დამოუკიდებლობის დღეს. მისი სახელი იაპონური
წარმომავლობისაა, რაც "ფოიერვერკების შვილს" ნიშნავს. დამეთანხმებით, მის
დაბადების საოცარი კოკო

დღეს ფოიერვერკების ნაკლებობა ნამდვილად არ იქნებოდა. რატომ გახდა ეს გორილა საინტერესო საზოგადოებისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ არერთმა თქვენგანმა იცის, რომ ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ადამიანების ჟესტების ენა ისწავლა. ყელაფერი კი სპეციალისტ ფრანსინ პეტერსონის მეშვეობით დაიწყო, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობდა. მისი მეშვეობით კოკომ ათასამდე ჟესტი იცოდა და ორი ათასამდე სიტყვას გებულობდა, მისი IQ 70-დან 90-მდე მერყეობდა.კოკოს შეეძლო თავისი ემოციების გადმოცემა და ხუმრობაც კი, შეეძლო დროის აღქმა წარსულის, აწმყოსა და მომავლის. თავდაპირველად მეცნიერები ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგალითად მოჰყავდას ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო სხვადასხვა ცხოველების გაწრთვნა და ისინი დაზეპირებულად გაიმეორებდნენ ნასწავლს. თუმცა, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კოკოს ჟესტები არ იყო დაზეპირებული, იგი ამით გამოხატავდა თავის ემოციებს და ესაუბრებოდა გარშემომყოფთ. პირველი ჟესტი, რომელიც მან პეტერსონს აჩვენა იყო წყურვილის გამოხატვა. კოკოს ცნობილი ხუმრობა იყო "მე კარგი ჩიტი ვარ". იგი ამტკიცებდა, რომ ფრენა შეეძლო, ბოლოს კი აღიარა, რომ იტყუებოდა. მას საშინლად არ უყვარდა აბაზანაში ბანაობა და როცა აჩვენეს სხვა მაიმუნის ბანაობა მან ანიშნა, რომ იგი იქ იტირებდა. კოკო თავისუფალ დროს თავის სათამაშოებთან ატარებდა, რომელიც ძალიან უყვარდა და მათ ესაუბრებოდა ჟესტებით. იგივე მანერით საუბარი მან სხვა ცხოველებთანაც სცადა, მაგრამ უპასუხოდ დარჩენის შემდეგ მიატოვა ეს საქმე. ყველაზე საინტერესო ის მომენტი აღმოჩნდა, როდესაც კოკომ შინაური ცხოველის ყოლა მოინდომა. მას რამდენიმე კნუტი მიუყვანეს, საიდანაც უკუდო ფისო ამოარჩია და როგორც შვილი ისე უვლიდა. სამწუხაროდ, ერთ დღეს კატა გაიქცა და მანქანა დაეჯახა. მისი სურათის დანახვისას კი კოკო გადმოსცემდა, რომ მოწყენილი იყო, რადგან ფისომ დაიძინა. ამის შემდეგ მან არაერთი ფისო გამოზარდა, რომლებიც ძალიან უყვარდა და სულ გულში იხუტებდა. ამ საოცარ გორილას მეორე ნახევარიც ჰყავდა მაიკი, რომელიც შედარებით მალე გარდაიცალა. ჟესტების ენა მაიკმაც ისწავლა და იგი ხშირად ჰვებოდა "თავის წარსულ ცხოვრებაზე" და მშობლებზე. სახალისო მომენტი, რომელიც მათ თანაცხოვრებას უკავშირდება იყო შემდეგი: ერთხელ, მაიკმა კოკოს საყვარელ თოჯინას ფეხი მოაგლიჯა, გაბრაზებულმა კოკომ კი მას" ბინძური, ცუდი ტუალეტი" უწოდა. :) კოკო 47 წლის ასაკში გარდაიცვალა 2018 წლის 19 ივნისს, მას და მაიკს შთამომავლები არ დაუტოვებიათ, თუმცა, თავისი სიცოცხლის მანძილზე კოკომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში, მას საკუთარი არხიც აქვს იუთუბზე, რომელსაც
ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0