x
image
ლანა92
XX საუკუნის 10 ცნობილი ტოპ-მოდელი - როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს

image

ტოპ-მოდელის სახელის მოსაპოვებლად გასულ საუკუნეში ამ ქალბატონებს ათასობით კილომეტრის გამოვლა და სამოდელო სააგენტოების მრავალრიცხოვან კასტინგში მონაწილეობის მიღება მოუწიათ. მიუხედავად ბარიერებისა, მათ შეძლეს, მიეღწიათ წარმატებისათვის, მთელმა მსოფლიომ აიტაცა მათი სახელები. დღეისათვის აჩქარებულია ცხოვრების ტემპი და შესაბამისად, პოდიუმზეც ელვის უსწრაფესად ცვლიან ერთმანეთს სახეები. აქედან გამომდინარე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის განხილვა, თუ როგორ გამოიყურებიან გასული საუკუნის ტოპ-მოდელები დღეს. არიან თუ არა ისევ პოპულარული და მიმზიდველი მოდის ძველი სახეები, თუ მათი დიდების დრო მართლაც წავიდა, როგორც ამბობენ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის 10 ყველაზე ცნობილ ტოპ-მოდელს, ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს:

1.კლაუდია შიფერი (50 წ.)








image


დავიწყოთ გასული წლების ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელით, კლაუდია შიფერით. მისი სხეულის პარამეტრები 90-იან წლებში სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა: სიმაღლე - 180 სმ; მასა - 58 კგ; მკერდი - 95 სმ; წელი -62 სმ; თეძოები - 92 სმ (90-60-90).

ცნობილი გერმანელი მოდელი 900 -ზე მეტჯერ მოხვდა მოდის ჟურნალების პრიალა გარეკანზე და ეს რეკორდი ჯერ არავის გაუმეორებია.









image

დღეს კლაუდია შიფერი 50 წლისაა და მაინც, ასაკის მიუხედავად, მშვენივრად გამოიყურება. თავისი სილამაზის საიდუმლოდ იგი ასახელებს სწორ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშს.




2.სინდი კროუფორდი (55 წ.)











image

სინდი კროუფორდის ფიგურაც მიჩნეულია სილამაზის ეტალონად, ტოპმოდელის ვიდეოვარჯიშების ნაკრები მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოში. ის კლაუდია შიფერის მერე ყველაზე პოპულარული იყო და მე-2 ადგილს იკავებდა მე-20 საუკუნის ბოლო წლების ტოპმოდელებს შორის.

სინდი კროუფორდი 55 წლისაა და მისი სხეული ძველებურად მოხდენილი, დახვეწილი რჩება. თავისი სილამაზის ფორმულად ტოპმოდელი ასახელებს სპორტით დაკავებას, დაბალანსებულ კვებასა და ცხოვრებისადმი ოპტიმისტურ ხედვას.


3.ლინდა ევანგელისტა (55 წ.)







image



უნიკალური, იშვიათი გარეგნობა გახდა ლინდა ევანგელისტას წარმატების მთავარი საწინდარი. მან პოდიუმზე მოღვაწეობა გასულის საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტოპმოდელად. გოგონას მწვანე ნუშისებრმა თვალებმა და განსაკუთრებით გრძელმა ფეხებმა მაშინათვე დაიმსახურა მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების ყურადღება და აღიარება.







image

55 წლის ლინდა ევანგელისტას იდეალური სახე წარსულს ჩაბარდა, რაც ასაკს კი არ უნდა დაბრალდეს, არამედ პლასტიკური ქირურგიითა და სილამაზის ინექციებით ზედმეტად გატაცებას.




4.ქეით მოსი (47 წ.)







image




90-იანი წლების დასაწყისში კლაუდია შიფერის, სინდი კროუფორდისა და ლინდა ევანგელისტას პოპულარობა დაჩრდილა ახალმა სახემ, პოდიუმზე ახალმა ვარსკვლავმა ამოანათა. ეს გახლდათ ქეით მოსი, სუპერმოდელი, რომელსაც ხშირად ამხელდნენ ანორექსიაში, ასევე, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გოგონასათვის, დაედო მრავალმილიონიანი კონტრაქტები მოდის ინდუსტრიის დიდ მონსტრებთან, უმკაცრეს დიზაინერებთან. იგი ძალიან ხშირად ჩნდებოდა მოდის გამოცემების პრიალა გარეკანებზე.

დღეისათვის ქეით მოსი 47 წლისაა და არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. მას აკრიტიკებენ მოუვლელი გარეგნობისა და საკუთარი თავისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, თუმცა ქეით მოსს დიდად არ აინტერესებს შენიშვნები და სრულებით კმაყოფილია თავისი სხეულით.


5.ნაომი კემპბელი

("შავი პანტერა" - 50 წ.)



image



ნაომი კემპბელი პირველი ფერადკანიანი (შავკანიანი) მოდელია, რომელიც ჟურნალ "თაიმის", ასევე, ფრანგული და ინგლისური "ვოგის" გარეკანებზე გამოჩნდა. "შავი პანტერა" მას უწოდეს არა კანის ფერის, არამედ მოქნილობისა და პოდიუმზე სიარულის მოხერხებული, კატისებრი მანერის გამო.

მშფოთვარე, მჩქეფარე ცხოვრების სტილისა და სკანდალური ხასიათის მიუხედავად, 50 წლის ნაომი კემპბელი დღესაც ისევე შესანიშნავად გამოიყურება, როგორც 90-იან წლებში, თუ არ გავითვალისწინებთ თმის პრობლემას (ბოლო წლებია, "შავი პანტერა" დადის პარიკით, რამდენადაც თმები გაიფუჭა, გაინადგურა სხვადასხვა ვარცხნილობის მორგებით).






6.კრისტი ბრინკლი (67 წ.)




image

დიზაინერი, მსახიობი, ფოტოგრაფი, მომღერალი და მწერალი კრისტი ბრინკლი დღემდე ცნობილია, როგორც ამერიკელი ტოპმოდელი, რომლის კარიერაც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო.

67 წლის ვარსკვლავი 2-ჯერ უფრო ნორჩად გამოიყურება, რის გამოც ეჭვიც კი გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ტოპმოდელმა ახალგაზრდობის ელექსირი იპოვა, ან სული ეშმაკს მიჰყიდა. კრისტი ბრინკლი თავისი ახალგაზრდული იერისა და უბერებელი სილამაზის ერთადერთ საიდუმლოდ ასახელებს ვეგეტარიანელობას.



7.ჯენის დიკინსონი (65 წ.)



image



კარიერის დასაწყისში ჯენის დიკინსონმა დაიპყრო ევროპული პოდიუმები, ხოლო 80-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა ნიუ-იორკში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ბაზარზე.

ჯენისი ჭამასთან მიმართებით უპირატესობას კოკაინის მიღებას ანიჭებდა, თუმცა ეს თავდაპირველად ხელს არ უშლიდა ნამდვილი სილამაზის შენარჩუნებაში. მერე იყო "ჯადოქარ ჯენისის სამოდელო სკოლა", შემდგომ კი დაუსრულებელი ვიზიტები პლასტიკურ ქირურგთან, რის გამოც 65 წლის ჯენის დიკინსონი დღეს არც ისე შესაშურად გამოიყურება.


8.ლესლი ხორნბი

("ტვიგი" - 71 წ.)




image


ტვიგი გახლდათ 60-იანი წლების ლონდონის სახე, თუმცა, დიდი წარმატების მიუხედავად, გოგონამ გადაწყვიტა, თავი დაენებებინა მოდელობისათვის კარიერის მწვერვალზე ყოფნის საწყის ეტაპზევე.



image



დღეს, ლესლი ხორნბი, მოდის სფეროში ცნობილი, როგორც ტვიგი, 71 წლისაა და რა თქმა უნდა, რთულია, მასში ამოიცნო ის სიფრიფანა, სუსტი აღნაგობის გოგონა, რომელსაც უზარმაზარი თვალები და ძალიან გრძელი წამწამები ამშვენებდა, მაგრამ ყოფილი ტოპმოდელი თავის ასაკთან შედარებით შესანიშნავად გამოიყურება და არ მიაჩნია საჭიროდ გარეგნობაში კორექტივების შეტანა.



9.კარლა ბრუნი (52 წ.)



image


კარლა ბრუნიმ საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში წარმოადგინა: 90-იანი წლების დასაწყისისათვის იგი წარმატებული სუპერმოდელი გახლდათ, 90-იანი წლების დასასრულისათვის - მომღერალი, რომელმაც გამოსცა 4 ალბომი, 2008 წელს კი გახდა საფრანგეთის პირველი ლედი. კარიერულ ზენიტზე ყოფნისას კარლა ბრუნის მაღალი, აშოლტილი ტანი, იდეალური სახის ფორმა, ნუშის ფორმის თვალები მრავალი ახალბედა, დამწყები მოდელი გოგონასათვის შესაშური იყო, თუმცა დღეისათვის იგი მაგალითია იმისა, რომ ასაკი აღიარებულ ლამაზმანებსაც კი არ ინდობს. გაახალგაზრდავების მიზნით, 52 წლის კარლა ბრუნიმ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, თუმცა შედეგი არც ისე კარგი მიიღო





10.კრისტი ტარლინგტონი (51 წ.)




image

გასული საუკუნის ცნობილი სუპერმოდელის, კრისტი ტარლინგტონის ანგარიშზეა 500-ზე მეტი ფოტო მოდის ჟურნალების პრიალა გარეკანებზე, უთვალავი კონტრაქტი კოსმეტიკურ კომპანიებთან და მათგან ყველაზე ძლიერ ბრენდთან "კელვინ კლაინთან" ხანგძლივი თანამშრომლობა, აღნიშნული ბრენდის უცვლელ სახედ ყოფნა.

51 წელს მიტანებულ კრისტი ტარლინგტონს არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისათვის, არასოდეს გამოუყენებია ბოტოქსის პროცედურა.

0
314
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0