x
image
intermedia.ge
Mediator image
რატომ გვიბუჟდება ხელები - ეს შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანი აღმოჩნდეს
image


მტევ­ნე­ბის და­ბუ­ჟე­ბა და მგრძნო­ბე­ლო­ბის შეც­ვლა ზოგ­ჯერ და­ა­ვა­დე­ბის ნი­შა­ნია. ამ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვი­სა და ინერ­ვა­ცი­ის დარ­ღვე­ვა სდევს თან. ამ დროს ექი­მის დრო­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია - თვით­მკურ­ნა­ლო­ბამ შე­საძ­ლოა კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი წა­შა­ლოს და და­ა­ვა­დე­ბის ამოც­ნო­ბა გა­არ­თუ­ლოს.


კი­დუ­რის და­ბუ­ჟე­ბა ხში­რად ნერვზე ხან­მოკ­ლე ზე­წო­ლის შე­დე­გია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს სიმპტო­მი სა­ში­ში არ არის. საკ­მა­რი­სია, კი­დურს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ვუც­ვა­ლოთ, რომ ნერ­ვის ფუნ­ქცია აღ­დგე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბი გა­ივ­ლის. კი­დევ რის ნი­შა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლის უე­ცა­რი და­ბუ­ჟე­ბა? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე გვი­პა­სუ­ხებს აკად. ნ. ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მი-ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ია რუ­ხა­ძე.


ხე­ლებ­ში მა­გის­ტრა­ლუ­რი ნერ­ვე­ბი გა­დის. გან­სა­ზღვრულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ისი­ნი ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, რაც პა­რეს­თე­ზი­ას - ხე­ლებ­ში ჩხვლე­ტის, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ცოც­ვის, სი­ცი­ვის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. ეს შეგ­რძნე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ დის­კომ­ფორ­ტს გვა­ყე­ნებს და ხელს უშ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას, შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნი­შა­ნიც აღ­მოჩ­ნდეს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა.



და­ბუ­ჟე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია გან­სა­ზღვრუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, უფრო სწო­რად, საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლე­ბის ერთ პო­ზი­ცი­ა­ში ხან­გრძლი­ვად გა­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვს. იმი­სათ­ვის, რომ მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყოს, ექიმ­მა ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რამ გა­მო­იწ­ვია და­ბუ­ჟე­ბა: კის­რის ოს­ტე­ო­ქონ­დროზ­მა თუ ნერვზე ზე­წო­ლამ. კარ­პუ­ლი გვი­რა­ბუ­ლი სინ­დრო­მი, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა, XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლე­ბამ­დე თით­ქმის უც­ნო­ბი იყო. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად ეს სინ­დრო­მიც გახ­შირ­და. კომ­პი­უ­ტერ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი ხან­გრძლი­ვი ბეჭდ­ვა მისი ერთ-ერთი მი­ზე­ზია. პა­თო­ლო­გია ასე­ვე ხში­რად გვხვდე­ბა მკე­რა­ვებს, მუ­სი­კო­სებს, მე­მან­ქა­ნე­ებს, მღე­ბა­ვებ­სა და სხვა ისე­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­საც მთე­ლი სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლის მტევ­ნით ერთი და იმა­ვე მოძ­რა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა უხ­დე­ბათ.


- რო­გორ ვი­თარ­დე­ბა კარ­პუ­ლი გვი­რა­ბუ­ლი სინ­დრო­მი?


- მყე­სე­ბის მჭიდ­რო კო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თი­თე­ბი მოძ­რა­ო­ბა­ში მოჰ­ყავს, ვიწ­რო კარ­პულ არხში გა­დის. ამა­ვე არხში გა­დის ნერ­ვი, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს ცე­რის კუნთს და ხე­ლის­გუ­ლის, ცერა, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი და შუა თი­თე­ბის მგრძნო­ბე­ლო­ბას. ჩვე­უ­ლებ­რივ, ეს ნერ­ვი და­ცუ­ლია. რო­დე­საც მტე­ვა­ნი მე­ტის­მე­ტად ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს, მყე­სე­ბი შუპ­დე­ბა, ნერ­ვი მკვეთ­რად იჭი­მე­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა და­ბუ­ჟე­ბა, ჩხვლე­ტა და თი­თე­ბის მო­პულ­სი­რე ტკი­ვი­ლი. ეს სიმპტო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვავ­დე­ბა ღა­მით და დი­ლით. შორს წა­სულ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­თარ­დე­ბა ცე­რის კუნ­თის ატრო­ფია.


ადა­მი­ა­ნი კარ­გავს ამ თი­თის მოხ­რის უნარს, უჭირს მუშ­ტის შეკ­ვრა. ზოგი იძუ­ლე­ბუ­ლია, პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლოს. ქა­ლე­ბი ორ­ჯერ უფრო ხში­რად ავად­დე­ბი­ან, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. ავად­მყოფ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 40-60 წე­ლია. გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კარ­პუ­ლი გვი­რა­ბუ­ლი სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ B6 ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტ­საც უკავ­შირ­დე­ბა. ცი­ლით მდი­და­რი საკ­ვე­ბი, ასე­ვე - ზო­გი­ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბა (მა­გა­ლი­თად, თარ­ტრა­ზი­ნი, რო­მელ­საც შე­ი­ცავს თმის სა­ღე­ბა­ვი), ორ­გა­ნიზ­მში ვი­ტა­მინ B6-ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნარს ამ­ცი­რებს. ამ ვი­ტა­მი­ნის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნას ასე­ვე ხელს უწყობს კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი­სა და ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჰორ­მო­ნუ­ლი აბე­ბის მი­ღე­ბა.


ხე­ლე­ბის და­ბუ­ჟე­ბა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს დაკბი­ლუ­ლი კუნ­თე­ბის სპაზმმა, სპაზ­მის მი­ზე­ზი კი შე­საძ­ლოა იყოს კუნ­თის გა­დაღ­ლა, სიმ­ძი­მის გა­და­ტა­ნა, კის­რის დიდ­ხანს ჭერა უხერ­ხულ პო­ზი­ცი­ა­ში (ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სას, მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი­თხვი­სას, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას), შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ხვე­ლა, კის­რის მა­ლე­ბის ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი. ხე­ლე­ბის და­ბუ­ჟე­ბას იწ­ვევს ასე­ვე სხვა­დას­ხვა ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, ან­გი­ო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გია, ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, დამ­წვრო­ბა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა <<<



0
728
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0