x
შურისძიების მსხვერპლი
image
როგორც ყოველთვის, დილით დედამ გააცილა ლილე სკოლაში, ერთადერთი შვილი ჰყავდა ელისოს, მასზე ამოდიოდა მზე და მთვარე - ანებივდებდა, არ არსებობდა ნდომოდა ლილეს რაიმე, რომ დედას მისთვის არ შეესრულებინა. მამა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, წლებია არ დაბრუნებულა, იქედან ეხმარებოდა ოჯახს. რობერტი ოჯახზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო, თავს არ ზოგავდა, რომ მის ცოლ-შვილს არაფერი მოკლებოდა. თუმცა, სულს უღრღნიდა ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და ყოველთვის ახსენებდა თავს. გულს უმძიმებდა, რის გამოც ეკლესიაში დაიწყო სიარული, მოძღვარი აიყვანა და აღსარებას აბარებდა. ცდილობდა, ჩადენილი ცოდვები მოენანიებინა, მაგრამ იმას, რაც წლების წინ დააშავა, არაფერი გამოასწორებდა. ლილეს სილამაზით მოხიბლული იყვნენ მისი სკოლის თანატოლი ბიჭები, ხოლო გოგონები შურის თვალით უმზერდნენ... ყოფილა, ზურგს უკან რა არ მოუგონებიათ მისთვის, სახელი რომ შეებღალათ. ლილე ცდლობდა ყური არავისთვის დაეგდო და ცხოვრება გაეგრძელებინა. სწავლითაც გამოირჩეოდა - სანიმუშო მოსწავლე იყო. ყველაზე კარგ მეგობარად დედა ეგულებოდა, მაგრამ ზოგჯერ ისე ჩაიკეტებოდა, არც დედას ესაუბრებოდა. უცნაური ხასიათი ჰქონდა, რომლის გამოც ხშირად მოსდიოდა თანატოლებთან კონფლიქტი - ყოველთვის თავისი უნდა გაეტანა. ამავე დროს, უზომოდ უბოროტო და კეთილი გოგონა იყო, ცდილობდა ყველას დახმარებოდა ვისაც სჭირდებოდა მისი თანადგომა. ...დედას დაუბარა, რომ გვიან დაბრუნდებოდა, რადგან მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა. პატარა კაფეში აღნიშნეს დაბადების დღე. ღამემ მხიარულად ჩაიარა. თავისუფალი და ლაღი ლილე თვითონაც კარგად ერთობოდა და სხვასაც ამხიარულებდა. იქვე მეორე მაგიდასთან, მამაკაცი იჯდა, რომელიც თვალებით „სჭამდა“ ლილეს, ამავე დროს ცდილობდა, რომ ლილეს მისი მზერა არ დაენახა, არ დაეჭირა, მაგრამ ის მაინც გრძნობდა და რამდენჯერმე მიიხედა მამაკაცისკენ - არ ეცნო, იფიქრა, ალბათ, რომელიმე ბავშვის ახლობელია და ელოდებაო. რამდენიმე საათი დაჰყვეს მეგობრებმა კაფეში, ცოტა დალიეს კიდეც, შემდეგ ყველა ერთად აიშალა და წასასვლელად მოემზადნენ. ლილე და რამდენიმე მეგობარი ერთად წავიდნენ ტაქსით სახლში - ლილეს ყველაზე ბოლოს მოუწია მისვლა, რადგან, ის მისი მეგობრებისგან განსხვავებით, ცოტა შორს ცხოვრობდა. სახლში მისული დედამ ნამტირალევი შენიშნა - ნაჩხუბარს უფრო გავდა, ვიდრე დაბადების დღეზე ნამყოფს. სასმელი კიდევ უფრო მოკიდებოდა. დედამ სთხოვა ეთქვა, თუ რატომ იყო ასე უხასიათოდ, მაგრამ არაფერი უპასუხა, თავის ოთახში შევიდა და ჩაიკეტა.

* * *

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ შვილი აკლდათ, ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, ღმერთი არ სწყალობდათ. დაიღალნენ თხუთმეტწლიანი მკურნალობით და ბედს მიენდნენ - ალბათ არ სურს უფალს საკუთარი შვილი გვყავდეს, ჩვენ ხომ უფლის წინაშე უძლურები ვართო. ამიტომ დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვი აეყვანათ, ყველა გზას ეძებდნენ ამისთვის. რიგშიც ჩაეწერნენ, მაგრამ არადა არ მოვიდა მათი რიგი. შემდეგ ზაზა მეუღლის თხოვნით, ქალაქის რამდენიმე სამშობიაროს მთავარ ექიმს დაელაპარაკა და სთხოვა დახმარება. ისინიც დაპირდნენ დახმარებას. წლების წინ ზაზას ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა - მისმა დამ თავი მოიკლა, რის გამოც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ერთ ოჯახს სახლი გადაუწვეს და სოფლიდან გააძევეს. ეს ყველაფერი ბურუსით იყო მოცული, არავინ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა, გარდა, გარდაცვლილის შეყვარებულისა, რომელსაც სიმართილს თქმა არ დააცალეს., თუმცა სასამართლომ იგი უდანაშაულოდ სცნო და არ დაუპატიმრებიათ.

* * *


ელისო დილით შვილის საძინებელში შევიდა, ლილეს ადგომა დააგვიანდა, ისევ ეძინა, დედა ცდილობდა შვილი გაეღვიძებინა. ლილემ სთხოვა დედას. - დღეს სკოლაში არ მივდივარ და ძილი დამაცადე... ელისომ ბახუსს დააბრალა, შვილისთვის დამატებითი კითხვები არ დაუსვამს და საძინებელი დატოვა. რობერტი, ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებდა, მაშინვე ცოლ-შვილს ურეკავდა. პირველ რიგში ლილეს მოიკითხავდა. ამ დღესაც იგივე განმეორდა. მამამ ცოტა ინერვიულა, როცა გაიგო, რომ შვილი შეუძლოდ იყო და მეუღლეს სთხოვა ყურადღება მიექცია ბავშვისთვის! მთელი დღე ისე გავიდა, ლილე საწოლიდან არ ამდგარა. მეგობარი ესტუმრა შუადღით და არც მას გამოპასუხებია, არადა ლილე მარიამის სტუმრობის დროს ყოველთვის მხიარული იყო და დღეს მისი ასეთი რეაქცია მეგობარსაც გაუკვირდა. მეგობრის დაბადების დღის შემდეგ, თითქოს ლილეს სხეულში სულ სხვა გოგონა ჩასახლდა - აგრესიული და უკარება გახდა. დედა ყოველთვის ცდილობდა საერთო ენა გამოენახა, დალაპარაკებოდა შვილს, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა! ისიც იფიქრა ფსიქოლოგთან წავიყვანო, რაზეც ლილე არ დასთანხმდა. სწავლასაც უკლო, სულ ცუდად ხდებოდა, ბევრჯერ სკოლაშიც წასვლია გული და სკოლის ექიმს ზედაპირული გასინჯვით დილის უჭმელობისთვის დაუბრალებია. ერთ დღესაც, ლილემ მის მეგობარ მარიამს გაანდო საიდუმლო, რომელიც ძალიან აწუხებდა და გამოსავალს ვერ პოულობდა - დედის რეაქციის ეშინოდა. მარიამმა ურჩია ლილეს დედისთვის ეთქვა ყველაფერი, მაგრამ ის წინააღმდეგი იყო - თავს მოვიკლავ და დედას ამას არ ვეტყვიო. რობერტიმაც გაიგო შვილის ფერიცვალება, სთხოვდა ლილეს ეთქვა თუ რა აწუხებდა, მაგრამ ყოველთვის პასუხი იყო: - მე კარგად ვარ! ტელევიზორის ყურებისას საინფირმაციომ შემზარავი ინფორმაცია გადმოსცა - ტაქსი რომელიც, სწრაფად მოძრაობდა, ხიდიდან გადავარდა და მძღოლი კრიტიკულ მდგამარეობაში იყო. ელისო ამ ინფორმაციამ ძალიან შეაწუხა. ლილე ამ დროს მუსიკაზე იყო წასული. კარზე ზარის ხმა გაისმა. ელისო კარის გასაღებად წავიდა. მის წინ მარიამი იდგა. - ხომ იცი, ამ დროს ლილე მუსიკაზეა, მშვიდობაა? - მე ვეღარ ვპოულობ გამოსავალს და ვიცი მეგობარი დამეღუპება, ამიტომ მოვედი რომ ყველაფერი გითხრათ. ელისოს გაუკვირდა, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ მის შვილზე იყო საუბარი და მარიმაი სახლში შეიპატიჟა. ცოტა ხანს ისე ისაუბრეს, არ იცოდა საიდან დაეწყო მოყოლა მარიამს. შემდეგ სთხოვა ელისოს მშვიდად მოესმინა მისთვის და არ ენერვიულა! ერთ ხანს კიდევ ფიქრობდა, ეთქვა თუ არა - იქნებ შეცდომას ვუშვებ, ამით ჩემს საუკეთესო მეგობარს გულს ხომ ვატკენ, მისი საიდუმლო რომ გავცეო, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც ხომ გამჟღავნდება და სჯობს დროულად იცოდეს დედამისმა ყველაფერი. იქნებ, რაიმე გამოსავალი იპოვოს და სწორი გზა აირჩიონო. რამდენიმე წუთი თავჩაღუნული იჯდა მარიამი, სანამ ელისომ არ გაუმეორა: - რა ხდება მარიამ, ხომ შვიდობაა? თვალებზე ცრემლები მოადგა მარიამს. თავი ზემოთ რომ ასწია, შეეშინდა ელისოს, გულმა რაღაც ცუდი უგრძნო... როგორც იქნა, მოახერხა მარიამმა მოყოლა, მისი მეგობრის თავს რაც ხდებოდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ელისოსთვის ის, რაც გაიგო - კივილი, ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმა გარეთ გავიდოდა და მეზობლები გაიგონებდნენ. პირზე ხელს იფარებდა, რომ არ ეყვირა, ცრემლები ზღვასავით მოსდიოდა თვალებიდან, მარიამს საყვედურობდა: - რატომ აქამდე არ მითხარი, თუ ასეთი უბედურება ხდებოდა ჩემს თავს?! ყველაზე მეტად რობერტის შეეშინდა - ის ყოველთვის აფრთხილებდა მეუღლეს : - არ გაპატიებ ბავშვს რაიმე, რომ დაემართოს. მხოლოდ ერთს გთხოვ, მას გაუფრთხილდი, ყველაფერზე მეტადო... მარიამმა ატირებული დატოვა სახლი და წავიდა. ელისო სამზარეულოში იჯდა და ტიროდა - ყველაზე ნაკებად სწორედ ამას ელოდა, რომ მოხდებოდა მის ცხოვრებაში. მისი ერთადერთი შვილი, რომელსაც ხელის გულზე ატარებდა, ახლა გზასაცდენილი იყო. ვერ გაუბედა მეუღლესთვის ეთქვა ეს ყველაფერი და მარტომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც უნდა გაეკეთებინა.

* * *

საღამოს სახლში მისულ ლილეს, დედა დაელაპარაკა. სთხოვა სიმართლე ეთქვა, არაფერი დაემალა. ლილე ატირდა, მთელი სხეული უცახცახებდა, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. ბოლოს ამოღერღა: - მე ბავშვი უნდა გავაჩინო, ამას არაფერი დაუშავებია. ელისომ დამშვიდება სთხოვა შვილს. უთხრა, რომ ამას თვითონ გადაწყვეტდა. ლილემ მოუყვა დედას, რაც იმ საღამოს მოხდა: - გოგოები ერთად წამოვედით ტაქსით. რადგან ყველაზე შორს ცხოვრობდი, ყველა დავარიგეთ და მარტო დავრჩი მანქანაში. რომ მოვდიოდით უცებ, შევამჩნიე, სახლისკენ არ მოვყავდი ტაქსის მძღოლს. ვკითხე კიდეც, არ მიპასუხა. მთელი ძალით მოვრთე კივილი, მან კი სიჩქარეს მოუმატა, უკვე სიბნელე იყო ვერაფერს ვხედავდი. მერე სადღაც გააჩერა, ვემუდარებოდი არ მომკარებოდა, ვცემდი, ის თავს არ მანებებდა, ვერ მოვერიე დედა, ვერ დავიცავი თავი!!! - ტიროდა ლილე. დედა ამშვიდებდა, სთხოვდა დაწყნარებულიყო. - სახეზე თუ მაინც გახსოვს ვინ იყო? - არა, არ მახსოვს, მხოლოდ მის სისხლიანი თვალები არ მშორდება გონებიდან ჩემზე ძალა იხმარა, ამის შემდეგ, სწრაფად აამუშავა მანქანა და სახლში მომიყვანა. დანარჩენი უკვე შენც იცი დედა, აღარ ვიცი რა ვქნა! - ბავშვი შენს მომავალს ხელს შეუშლის, ამიტომ ეს აუცილაბლად უნდა მოვიცილოთ, სამან კიდევ უფრო გამწვავებულა ყველაფერი. მამაშენმა, რომ გაიგოს, ხომ იცი, რაც მოხდება? ეს საიდუმლო ჩევნში უნდა დარჩეს, არ ხარ პატარა გოგო, დაფიქრდი, დამიჯერე შენთვის ასე აჯობებს... ლილემ უარი უთხრა დედას ბავშვის მოცილებაზე. - უკვე ოთხი თვე გავიდა, ამიტომ არ გიმხელდი, ვიცოდი მაგას რომ მთხოვდი.

ავტორი; სოფო იმერელი

P.S. გაგრძელებას დავდებ

0
254
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0