x
image
ლურჯი თოლია
ჯეკ ლონდონი - "მაშინ 8 წლის ვიყავი და ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში"
მწერალი ჯეკ ლონდონი თავის დღიურში წერდა:
image
“ მე დავიბადე ღარიბ ოჯახში. ხშირად მიჭირდა და ვშიმშილობდი კიდეც. ღამე ისე ვიძინებდი, რომ უფალს ვევედრებოდი, მომდევნო დღეს მაინც არ დამეძინა მშიერს. არ მქონდა სათამაშოები და როცა ძვირფასი სათამაშოებით მოთამაშე ბავშვებს ვუყურებდი, თვალები ცრემლებით მევსებოდა. სიღატაკე იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი. მეცვა დახეული ტანსაცმელი. სახლთან ახლოს, ტანსაცმლის მაღაზია იყო, დახეულები მეცვა, ხოდა შორიდან ვნატრობდი ლამაზ-ლამაზ ტანსაცმლებს, დავდგებოდი ფანჯარასთან და ვათვალიერებდი. ერთ დღესაც, მაღაზიის მეპატრონე გამოვიდა, გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ გამაჩერა და სრულიად ახალი, ულამაზესი პერანგი მაჩუქა. მაშინ 8 წლის ვიყავი და ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველგან თავს ვიწონებდი მერე ახალი, ულამაზესი პერანგით და მიხაროდა, რომ მეც შემეძლო თავი მომეწონებინა სხვა ბავშვებისთვის...
როცა გავიზარდე და პირველი წიგნი დაიბეჭდა ჩემი, მაღაზიის მეპატრონესთან მივედი და ვაჩუქე. თავიც გავახსენე, მე ის ღატაკი ბიჭი ვიყავი, თქვენ რომ ულამაზესი პერანგი აჩუქეთ-მეთქი. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერი იყო იმ მომენტში ეს მოხუცი კაცი."
0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0