x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კეთრი-ინფექციური დაავადება,რომელიც დღესაც არ გამქრალა

image

ისტორია


კეთრი, ლეპრა იგივე ჰანსენიის დაავადება ერთ-ერთი უძველესი ინფექციური დაავადებაა .კეთრი ნახსენებია ძველ აღთქმაში (გამოსვლა, ლევიანთა წიგნი), თუმცა დიდი ალბათობით, ძველ და ანტიკურ წყაროებში კეთრი უნდა იყოს გაგებული არა როგორც ლეპრა, არამედ ”დაავადების უფრო მსუბუქი ფორმა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ეტიოლოგია” ... იგივე ეხება დაავადების მოხსენიებას ძველ ინდოეთში, ებრაულ პაპირუსებში, მოხსენიებული აქვს ჰიპოკრატესაც(თუმცა უფრო ფსორიაზს გულისხმობდა).


მე -11 საუკუნიდან მოყოლებული კეთრი გახდა შუა საუკუნეების ევროპის მთავარი ინფექციური უბედურება და ასე დარჩა XIV საუკუნის შუა ხანებამდე, შავი ჭირის მოსვლამდე.


დაავადების შესაკავებლად, იქმნებოდა კოლონიები კეთროვანებისთვის. არსებობს თეორია, რომ ვიკინგების აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი ბეწვეული გახდა დაავადების უფრო მასიური გავრცელების მიზეზი. ასევე, შუა საუკუნეების ევროპაში კეთრის გავრცელების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შესაძლოა ნაცრისფერი ხორცის ბუზები ყოფილიყო, თავად ფაქტი დღემდე განხილვის საგანია.


შუა საუკუნეებში ევროპაში კეთროვანებისთვის განსაკუთრებული ლიტურგიკული რიტუალი სრულდებოდა -კეთრით დაავადებული ცოცხალი ადამიანების რიტუალური დაკრძალვა (ლათ.separatio leprosоrum)რა დროსაც კეთროვანი "გარდაცვლილი ადამიანის" სტატუსში გადადიოდა - მასზე აღესრულებოდა სიმბოლური დაკრძალვის ცერემონია, რის შემდეგაც პაციენტს სრულ იზოლაციაში აქცევდნენ.



მეთიუ პარიზელის თანახმად, XIII საუკუნის დასაწყისში ევროპაში კეთროვანთა კოლონიების რაოდენობა დაახლოებით 19 ათასი იყო.

მარტო საფრანგეთში 1226 წლისთვის 2 000 კეთროვანთა კოლონია იყო გახსნილი.

პირველი ცნობილი ლეპროზორიუმი კეთროვანებისთვის გაიხსნა ინგლისში, კენტის საგრაფოში 1084 წელს ჰარბლადაუნის წმ.ნიკოლოზის საავადმყოფოში. ეს დაწესებულება მონასტრების საზღვრებში იყო განლაგებული და მიუხედავად იმისა, რომ კეთროვანი პაციენტები არ აპროტესტებდნენ იქ ცხოვრებას, კეთროვანთა კოლონია იყო კარანტინი, რომელიც ხელს უშლიდა დაავადების გავრცელებას. ასეთი ზომები ეფექტური აღმოჩნდა და მე -XV საუკუნესთვის დაავადებამ იმდენად უკან დაიხია, რომ კეთროვანთა ლეპროზორიუმები ზედიზედ იხურებოდა, ან პროფილს იცვლიდა.


კლინიკური ნიშნები


კეთრი იგივე ლეპრას მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. მას ასევე უწოდებენ ჰანსენის დაავადებას, ნორვეგიელი ექიმის გერჰარდ ჰანსენის საპატივცემლოდ, რომელმაც 1873 წელს აღმოაჩინა კეთრის გამომწვევი გრამდადებითი ჩხირი Mycobacterium leprae.


გამოიყოფა სამი კლინიკური ტიპი:


ლეპრომატოზული კეთრი-ვლინდება ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთებისა და კანქვეშა წარმონაქმნების სახით. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და დუნდულები. ასევე ახასიათებს ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი, წარბების ცვენა და ყალიბდება ე.წ. “ლომის სახე’’.



ტუბერკულოიდური კეთრი: ვლინდება იშვიათად ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია, დამახასიათებელია ტკივილი, კუნთების სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების მუტილაცია (დანეკროზებული კიდურის ან სხეულის სხვა ნაწილის თვითნებური მოცილება) და სიბრმავე.


შუალედური ტიპის კეთრი: აქვს ორივე ფორმისთვის მახასიათებელი კლინიკური სურათი და უფრო არამდგრადია. არადიფერენცირებული კეთრი ხასიათდება ჰიპოპიგმენტური ლაქების არასწორი საზღვრებით, მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ტუბერკულოიდური, შუალედური ტიპის ან ლეპრომატოზული დაავადება.




კეთრი დღევანდელ მსოფლიოში



კეთრი გადადის ცხვირიდან ან პირიდან გამონადენით, დაავადებულ ადამიანებთან მჭიდრო და ხშირი კონტაქტით.

გასული საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში კეთრი დაავადებული პაციენტების რიცხვი მთელს მსოფლიოში შემცირდა 10-12 მილიონიდან 1.8 მილიონამდე. კეთრი ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში შემთხვევების რაოდენობა მცირდება, დაავადება კვლავ გავრცელებულია ბრაზილიაში, სამხრეთ აზიაში (ინდოეთი, ნეპალი), აღმოსავლეთ აფრიკაში (ტანზანია, მადაგასკარი, მოზამბიკი) და წყნარი ოკეანეთის დასავლეთ ნაწილში.



კეთრით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში, ბრაზილია მეორეზე და ხოლო ბირმა მესამეზე. 2000 წელს ჯანმომ- მ ჩამოთვალა კეთრის ენდემური კერების მქონე 91 ქვეყანა, კეთრის აქედან 70% ინდოეთზე, ბირმასა და ნეპალზე მოდის.


1995 წლისთვის ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი დაინვალიდდა კეთრით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წლისთვის დაფიქსირდა კეთრის 178 შემთხვევა, რუსეთში 2020 წლისთვის აღრიცხვაზე აყვანილია 202 პაციენტი.


რაც შეეხება საქართველოს, 1990 წლისთვის გვყავდა კეთრით დაავადებული 27 პაციენტი, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ ბაქოში და ასტრახანში მოქმედ ლეპროზორიუმებში.1991 წლის შემდეგ საქართველოში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



მკურნალობა



კეთრის მკურნალობა მოითხოვს მრავალი სპეციალისტის ჩართვას. ანტიმიკრობული თერაპიის გარდა, შეიძლება დაგჭირდეთ ორთოპედის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ფიზიოთერაპევტის კონსულტაციები და მკურნალობა. კეთრის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ანტიბიოტიკები: დაპსონი, რიფამპიცინი, კლოფაზიმინი; ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ეფექტურია მინოციკლინი, ოფლოქსაცინი, თალიდომიდი და კლარიტრომიცინი.

დროული დიაგნოზის შემთხვევაში, კეთრი დღეისთვის მთლიანად განკურნებადია. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში დაავადება იწვევს მუდმივ მორფოლოგიურ ცვლილებებს, რის გამოც პაციენტი შესაძლოა სამუდამოდ დაინვალიდდეს.



არსებობს არც თუ უსაფუძვლო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კეთრით იყვნენ დაავადებულები "ნარინჯისფერი რევოლუციის" მედროშენი, ვიქტორ იუშენკო და იულია ტიმოშენკო

image


0
403
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0