x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე!" - ლაშა ნაცვლიშვილი

image


პარტია "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, გუშინ, ფარულ კადრებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თითქოს ის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქზე გაკეთებული ფარული სატელეფონო კადრების სანაცვლოდ მას გარკვეულ თანხას სთხოვდა, ნაცვლიშვილი გვარამიას ურჩევს რაიმე ახალი მოიფიქროს, ვინაიდან მას "მითიური ჩანაწერების" თემა უკვე დაუძველდა, "ქართული ოცნების" კონსულტანტი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს იმ დროსაც ახსენებს, როდესაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მას იურისტად აყვანას სთხოვდა:"2017 წელს ტვ პირველის ეთერში რომ გადავუარე საყვარელიძე-გვარამიას ტანდემს, პირველად მაშინ გაითამაშეს უნიჭო და ბინძური სპეტაკლი ამ მითიურ ჩანაწერებზე. მიტაცებული რ2-ის სტუდიაში, სხვათა შორის. მაშინ ასე ვუპასუხე, რასაც ახლა გაზიარებთ. მეტი რა დავამატო? რავა სულ მეორე და მესამე წრეზე ტრიალებთ თქვე გაჭირებულებო, რაცხა მეიფიქრეთ ახალი... P.S. 2000 წელს რომ მოგიყვანა ჩემთან კახა კუკავამ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე! რას დაგამსგავსა მიშამ, რას?! პერსონალურ პასუხიმგებლობასაც ვგრძნობ შენს გაუბედურებაში ამის გამო..." - დაწერა სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გუშინ, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა რომ ლაშა ნაცვლიშვილს ივანიშვილის მიერ პატრიარქზე გაკეთებული ფარული ჩანაწერები აქვს, რომლის სანაცვლოდაც ის, მას რამდენიმე მილიონს სთხოვდა.









0
835
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
835