x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მარანი, სადაც ქართულ ვისკის ქვევრებში ამზადებენ
საქართველოში ქვევრში დამზადებული ღვინით ვინმეს გაოცება ძალიან რთულია, მაგრამ ტრადიციული წესით, ქვევრში დამზადებული ვისკი ალბათ მართლაც არის სენსაცია. სწორედ ამგვარად ამზადებს მარანი “ალექსანდრე დისტილერი” ვისკის. ქვევრში მარცვლელულის დისტილატის წარმოება უნიკალური მეთოდია და ის აწ გარდაცვლილი ალექსანდრე კვერნაძეს მიერ არის დაპატენტებული.


ალექსანდრე კვერნაძე ქართველი მეცნიერი და ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტი გახლდათ. ამჟამად მის მიერ დანატოვარ საოჯახო მარანს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მისი მეუღლე, ქალბატონი ნია ნაცვლიშვილი უძღვება. ოჯახმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის გრანტი მიიღო, რომლითაც დამზადდა თბოენერგეტიკული გენერატორი, რომელიც გამოყენებული ზეთის ბაზაზე ორთქლს გვაძლევს, რაც ქვევრში არსებულ რბილობს სათანადო ტემპერატურაზე ახურებს. სწორედ ქვევრში ხდება ვისკის დასამზადებლად საჭირო სპირტების მიღება. აღსანიშნავია, რომ დანადგარი არ აბინძურებს გარემოს და ის ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია.


“ალექსანდრე დისტილერში” ტრადიციულთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება. ამის წყალობით მარანს სეიდმომედეგობის, ტენიანობის, ანტიბაქტერიულობის და ტემპერატურის მხრივ კარგი პირობები გააჩნია.


ასევე დაგაინტერესებთ: "კორინთელის მარანი" - მეღვინეობა, სადაც ტრადიციები და თანამედროვე მიღწევები თანაბრად მნიშვნელოვანია



“ჩვენი საოჯახო მარანი გახლავთ “ალექსანდრე დისტილერი”. ეს არის აბსოლუტურად გამორჩეული ძალიან ბევრი ნიშნით და მათ შორის თავისი პროდუქციით. ვაწარმოებთ რამდენიმე დასახელების ღვინოს - შარბათს, ჭაჭას, ხილის ბრენდს და რაც მთავარია, ვაწარმოებთ პირველ ქართულ ვისკის “ალექსანდერს”, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში დაპატენტებულია როგორც გამოგონება”, - აცხადებს ნია ნაცვლიშვილი.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ალექსანდრე

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0