მოგზაურობა სინგაპურში საკრუიზო ლაინერი არსაით გაცურავს 2020, 8 ოქტომბერი, 11:27 სინგაპურში 6 ნოემბრიდან საკრუიზო ლაინერი არსაით გაცურავს, ამის შესახებ განცხადება ტურიზმის საბჭომ გააკეთა, ლაინცერი უმისამართოდ გაცურავს ოკეანეში, რა დროსავ მგზავრობის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექნებათ. ე.წ. "უსაფრთხო კრუიზს" განახორციელებს Genting Cruise Lines და Royal Garibbean-ის ოპერატორები, ბორტზე ის მგზავრები დაიშვებიან, რომლებიც კორონავირუსზე ტესტირებას გაივლიან, კრუიზის დროს მგზავრები ვალდებულები იქნებიან ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, გემი მხოლოდ სანახევროდ შეივსება მგზავრებით.ჯერჯერობით უცნობია უმისამართო მოგზაურობის ხანგრძლივობა. ტაივანში და ავსტრალიაში პოპულარული ხდება ახალი ტურისტული სერვისი -ავიარეისები არსაით, ვისაც ფრენა მოენატრა, ტაოიუანის და სიდნეის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავები უმისამართოდ დაფრინავენ და შემდეგ ისევ უკან ჯდებიან. 379 5-ს მოსწონს
|