x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შეეშვით რა ამ "ქურდულის" და "ბესპრედელის" "რაზბორკებს", ან ჯერ გაგარკვევთ და მერე მელაპარაკეთ" - მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი "რუსთავი 2" - ის ეთერში გასულ "მენტალური ომების" პირველ გადაცემას ეხმაურება, რომლის ერთ - ერთი სტუმარი თავადაც გახლდათ. გიორგობიანის თქმით, რეპორტაჟში მოყვანილი ბოლო პერიოდის, ყველაზე გახმაურებულ მკვლელობების საქმეებს გადაცემის მთავარ თემასთან, რომელიც ქუჩური მენტალიტეტი და სახელმწიფოებრივი აზროვნება იყო, საერთო არაფერი ჰქონდა, ვინაიდან მისი თქმით, გარდაცვლილი ახლგაზრდები არც კრიმინალური ოჯახებიდან იყვნენ და არც "ქურდულ მენტალიტეტთან" ჰქონდათ რაიმე საერთო, თუმცა მას ამის თქმის საშუალება ეთერში არ მიეცა. მისი აზრით პირველი გადაცემა საკმაოდ ზედაპირული და არაფრისმთქმელი გამოვიდა:"რუსთავი 2-ზე ვართ და ნუ დამძრახავთ, ისედაც მოშლილი მაქვს ნერვები, ვთვლი რომ ბევრად საინტერესო და ღრმა შეიძლება ყოფილიყო ეს გადაცემა... და არა ასეთი არაფრისმთქმელი, რაც მრავალჯერ გვაქვს მოსნენილი, კინკლაობა... არ მომეცა საშუალება რამე ახალი ან თუნდაც ძველი, მაგრამ საინტერესო მომეყოლა თქვენთვის.. თუმცა, ამ ჯერზე, ვეცდები წამყვანი ირინა ტორონჯაძე არ გავაკრიტიკო ... ეს ლამაზი, მომხიბლავი წამყვანი მომეწონა, მაგრამ თემებში ცოტა ღრმად ჩახედვაც და კონკრეტული მაგალითებით ლაპარაკი კარგი იქნებოდა.. მაინც პირველი გადაცემაა და ალბათ ღელავდა... p.s. ეს ქურდული მენტალიტეტი რა შუაში იყო იმ ორ გახმაურებულ ფატალურ ჩხუბთან, საერთოდ ვერ გავიგე... ეს ბავშვები არ იყვნენ კრიმინალური ოჯახებიდან და წრეებიდან გამოსულები, პირიქით, დამნაშავეები პროკურორების, ადვოკატების და ყოფილი სამართალდამცაცების ოჯახებიდან არიან... შეეშვით რა ამ "ქურდულის" და "ბესპრედელის" "რაზბორკებს", ან ჯერ გაგარკვევთ ხოლმე და მერე მელაპარაკეთ...)))"- დაწერა მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"- ის ახალი გადაცემა "მენტალური ომები" ეთერში პირველად 4 ოქტომბერს გავიდა, როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი ირინა ტორონჯაძე აცხდებს, გადაცემის მიზანია ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის დებატები შედგეს."მენტალური ომების" ნახვა ყოველ კვირას 20:00 შესაძლებელი.













0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343