x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დავწერე რომ სიცოცხლისთვის იბრძვის და ყურიც არავინ შეიბარტყუნა, ასეთი ხალხი ვართ.. ვგიჟდებით მკვდრებზე"- მაკა რაზმაძე

image


ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს "მოამბის" ცნობილი დიქტორის დავით სოკოლოვის დახმარებისკენ მოუწოდა, რომელიც მწვავე ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა ჟურნალისტის თქმით, ამ მოწოდებას რამდენიმე გულისხმიერი ადამიანის გარდა სხვა არავინ გამოეხმაურა. რაზმაძე იმ დროსაც იხსენებს, როდესაც დავით სოკოლოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ცნობილი ტელედიქტორი ლამის სრულიად საქართველომ გამოიგლოვა, თუმცა ახლა როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს საზოგადეობის დახმარება და თანადგომა სჭირდება მისი გასაჭირი გულთან არავის მიაქვს: "მოკლედ, ერთ რამესაც დავწერ და აღარ შეგაწუხებთ-ცოტა ხნის წინ ცრუ ინფორმაცია რომ გავრცელდა ყველას გვახსოვს- დავით სოკოლოვი გარდაიცვალაო ( არ ვიცი ვინ და რატომ გაავრცელა მაშინ ძალიან კარგად იყო ბატონი დათო) ისეთი ამბავი ხდებოდა აქ, ყველამ აიტაცა, წერდნენ, გლოვობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ მეტად იგლოვებდა და ვინ უფრო გულისამაჩუყებელ სტატუსს მიუძღვნიდა. ბოლოს თვითონაც გაიგო ეს ჭორი, დამირეკა თავისი ჩვეული იუმორით-"გამარჯობა, საიქიოდან გაწუხებთ, გავიგე ხალხი ძალიან შევაწუხე და გადაეცი არ მიმიღეს არც სამოთხეში არც ჯოჯოხეთში და უკან ვბრუნდებიო".მაშინ მართლა დავწერე მისი სახელით აქ ეს სტატუსი და ყველა დამშვიდდა. ანუ როცა ეგონათ რომ გარდაიცვალა მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა.... ახლა კი გუშინ სტატუსი დავწერე რომ საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.დახმარება ვითხოვე ცოცხალი დავით სოკოლოვისთვის და ყურიც არავინ შეიბარტყუნა რამდენიმე კარგი ადამიანის გარდა ასეთი ხალხი ვართ, რაღაცნაირი... ვგიჟდებით მკვდრებზე არაუშავს, მაინც მოვერევით პრობლემებს, მაინც კარგად იქნება ბატონი დათო! მაინც დადგება ფეხზე! თქვენ გააგრძელეთ საარჩევნო კამპანია"- დაწერა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.







0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
270