x
image
მე-ლანქოლიკი
7 შეცდომა, რომელიც კანს აზიანებს და გამონაყარს იწვევს
შეიძლება ვფიქრობთ, რომ სწორად ვუვლით სახის კანს, თუმცა ამავე დროს, გამონაყარი გვიჩნდება. ამის მიზეზი შეიძლება საკმაოდ მოულოდნელი რაღაცები იყოს, მაგალითად: თუ კბილების გახეხვის წინ სახე დაიბანეთ. მსგავი "უცნაური" მიზეზები ნამდვილად არსებობს.

წარმოგიდგენთ მოვლის დროს დაშვებულ შეცდომებს, რომლებსაც კანის დაზიანება შეუძლია.


სახის დაბანა შხაპის დროს

image


შხაპის დროს, როგორც წესი, ვიყენებთ ცხელ წყალს, რომელიც აღიზიანებს კანს. ასევე, ცხელი წყალი ხსნის ფორებს, ტოვებს კანს მშრალ და გაღიზიანებულს.



მაკიაჟის მოსშორებელი ხელსახოცების გამოყენება

image

თვითონ ხელსახოცები, სავარაუდოდ, არ იწვევს გამონაყარს, მაგრამ შესაძლოა სრულად ვერ გაწმინდოს კანი და ამან გამოიწვიოს გამონაყარი. ხელსახოცები ხშირად შეიცავს ალკოჰოლს, სუნამოებს და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც აშრობს კანს. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის, მაკიაჟის მოცილების დროს ხელსახოცმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და ანთება.



არასწორი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება

image

კანის მზისგან დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასწორი მზისგან დამცავმა კრემმა შეიძლება გამოიწვიოს აკნეს გამონაყარი. ზოგი მზისგან დამცავი კრემის ფორმულა იყენებს ზეთზე დაფუძნებულ ორგანულ ფილტრებს, რომლებიც აღიზიანებს კანს და იწვევს გამონაყარს. კანის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა ფართო სპექტრის SPF დღის დამატენიანებელი კრემი.



სათვალის მოუვლელობა

image


თუ გამონაყარი რეგულარულად ჩნდება იმ ადგილას, სადაც სათვალე კანთან კონტაქტშია, დიდი ალბათობაა, რომ მისი გაწმენდა დაგავიწყდათ. ექიმები გირჩევენ თქვენი პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებას - მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ცხვირის ხიდი - და ყოველდღიურად გაასუფთავოთ ჩარჩოს შესაბამისი ნაწილი.

ასევე, სათვალე შეიძლება ძალიან მჭიდროდ გერგებოდეთ. ამ შემთხვევაში, ის ბლოკავს ფორებს, მკვდარ უჯრედებს უშლის გამოდევნაში ხელს. ჩარჩოს მოწესრიგებამ ან სხვა ფორმის სათვალის შეძენამ შეიძლება ეს პრობლემა მოგვაროს.



ძალიან ხშირად დაბანვა

image

კანის გაწმენდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამონაყარის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამონაყარის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სახის ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიწვიოს. დერმატოლოგების აზრით, კანის ზედმეტი წმენდა არღვევს ბალანსს.

ძალიან ბევრი პროდუქტის გამოყენებამ, რომელიც ჭარბ ცხიმს აშორებს, შეიძლება კანი გამოაშროს და გაააქტიუროს ცხიმოვანი ჯირკვლები, რაც იწვევს აკნეს განვითარებას.



თმისთვის უამრავი საშუალების გამოყენება

image

თმის მოვლის ზოგიერთ საშუალებას შეუძლია გამოიწვიოს აკნე, გამონაყარი შუბლზე თმის ხაზის გასწვრივ. სახეზე მოხვედრისას ამ სითხეებს შეუძლია ფორების ჩაკეტვა და კანის გაღიზიანება.



ვარჯიშის შემდეგ კანის გაწმენდაზე უარის თქმა

image

თუ დარბაზის შემდეგ რეგულარულად გამოტოვებთ შხაპს, შეიძლება გამონაყარის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ოფლიანობის გამო, კანზე არსებულ ბაქტერიებს შეუძლიათ ფორების ჩაკეტვა, რაც იწვევს გამონაყარს. დერმატოლოგები გვირჩევენ ვარჯიშის შემდეგ შხაპს.


0
160
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0