x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
სოფელ ჩალაუბანში დამზადებული ღვინო “ჩალამოტი” მალე საფრანგეთში გაიყიდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 2019 წელს დაარსებული საოჯახო მარანი რქაწითლის და საფერავის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს მალე საფრანგეთში გაიტანს. აღნიშნულის შესახებ ინტერნეტგამოცემა “სპექტრს” ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ირინე ხუციშვილმა განუცხადა.


მარნის მფლობელის განცხადებით, “ჩალამოტი” ჩალაუბნის შუა საუკუნეების პერიოდის სახელია და საკუთარი ღვინით მას ამ სახელისთვის პატივის მიგება სურდა.


ასევე დაგაინტერესებთ: ჩინეთში არქეოლოგებმა 2000 წლის სამკურნალო ღვინო აღმოაჩინეს



“ჩალამოტი“ გახლდათ ჩალაუბანის შუა საუკუნეებისდროინდელი სახელი და გვინდოდა ამით პატივი გვეცა ჩვენი სოფლისთვის. ყველამ გაიგოს, რომ ჩალაუბანი უძველესი სოფელია საქართველოში და თან - უმაღლესი ხარისხის ღვინოების სამშობლო. იდეა კარგა ხანი არსებობდა, მაგრამ 2018 წლამდე ფინანსების გამო თავი ვერ მოვაბით. ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო 90-იანებში, როცა ქვეყანა აირია და კოლექტივები დაიშალა. ამ დროს შესაძლებელი გახდა მიწისა და ვენახების ჯერ იჯარით, შემდეგ კი კერძო საკუთრებაში აღება. ჩემი მეუღლის ძმა, გიორგი მათიაშვილი თბილისიდან ჩალაუბანში დაბრუნდა და ოჯახურ მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო მევენახეებისთვის, წამლები არ იშოვებოდა, ტექნიკა აღარ ვარგოდა, ყურძენს ფასი არ ჰქონდა. მაშინ გაუჩნდათ სურვილი, რომ გაეკეთებინათ ოჯახური მარანი და თვითონვე ეწარმოებინათ ღვინო. 2016 წელს მეწარმეთა დახმარების პროექტის შესახებ გავიგეთ და განაცხადიც გავაკეთეთ. ძალიან გაგვიხარდა როცა "ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის" პროგრამიდან მივიღეთ მეორე ეტაპზე გადასვლის შეტყობინება, მათივე ხელშეწყობით გავაკეთეთ ბიზნეს გეგმა და მოვიპოვეთ ნაწილობრივი დაფინანსება, დანარჩენზე მივმართეთ საბანკო სექტორს და ავიღეთ სესხი, რითაც სრულად დავაფინანსეთ ქარხნის მშენებლობა”, - განუცხადა “სპექტრს” ირინე ხუციშვილმა.



ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავფილტროთ ჭაჭა ყველაზე მარტივად, ეფექტურად და ხარისხიანად


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ჩალამოტი

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0