x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ტალღისებრი თუთიყუში - Budgie
ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში, როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით, თქვენი მეგობარი გახდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ.
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს image

სანამ იყიდით, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში, მაშინ ჯობია ორი მოიყვანოთ, რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ, მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ, რომ ასწავლოთ ლაპარაკი, მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)
0
279
შეფასება არ არის
ავტორი:gagosha
gagosha
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0