x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აფრიკაში რუს ტელეწამყვანს საჯდომზე ბუზმა ცეცემ უკბინა
image

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ანასტია ივლიევა აფრიკის კონტინენტზე იმყოფება სადაც მიმდინარეობს შოუს მოგზაურობაზე- "Орёл & решка- ას ახალი სეზონის გადაღება.



თუმცა გადაღებებს უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, ანასტასია პირველად არ არის აფრიკაში, (2018 წელს ზანზიბარშიც იყო პოპულარული შოუს წამყვანი), ის იყო ანასტასიამ "ინსტაგრამზე" პოსტი დაწერა "მგონი აფრიკა შემიყვარდა!" და ძახილის ნიშნის დაწერისთანავე საჯდომზე ძლიერი ტკივილი იგრძნო.


აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბუზი ცეცე, რომლის ნაკბენიც საშიშია იმით, რომ ათიოდე სასიკვდილო დაავადების გადამტანია, მათ შორის ე.წ.ძილის დაავადების.



რა თქმა უნდა, ასეთი მოგზაურობის დროს, გადამღებ ჯგუფი უზრუნველყოფილია მოულოდნელი საფრთხის ასაცილებლად ყველა საჭირო მედიკამენტებით და ანტიდოტებით.

image

ნასტიას თქმით, ბუზის ნაკბენის ჩვეული გამოვლინების გარდა, მას ალერგია განუვითარდა, რის გამოც სასწრაფოდ მისი უახლოეს საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს.

ივლიევა აღწერს თავის შთაბეჭდილებებს შემდეგნაირად: "დუნდულა ისე გამისივდა, რომ ტაბურეტს დაემგვანა, ძლიერი ქავილი მქონდა, ხოლო სხეულზე გამონაყარი და წითელ ბუშტუკები გამიჩნდა."


საბოლოოდ გოგონა გადაარჩინეს, ის უკვე კარგად არის და ფოტოებიც გამოაქვეყნა აფრიკიდან.

image

შეგახსენებთ, ბუზი ცეცეს ნაკბენი რამდენიმე საშიში დაავადების გადამტანია, ცეცეს მიერ ნაკბენი წელიწადში დაახლოებით 250, 000-300, 000 ადამიანს კლავს, ბუზი ცეცე ბინადრობს აფრიკაში და ავსტრალიაში, მისი ნაკბენის სამკურნალოდ ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატი "ელოფრიტინი"გამოიყენება.

0
740
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
740
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0