x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს გოგონა არც მოდელია და არც შოუბიზნესის ვარსკვლავი
image

არა, ეს გოგონა არც მოდელია, არც პრინცესა და არც დედოფალი, ისე გვარად კი არის "დედოფალი" ( королева).


ულიანა კოროლიევა კრასნოიარსკიდან მოდების ჟურნალის პრიალა გარეკანს უნდა ამშვენებდეს. პლატინისფერი ქერა თმები, ზომიერი რუჯი და სრულყოფილი ფიგურა ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ 30 წლის ლამაზმანი ძალზე შორსაა შოუ-ბიზნესისგან, იგი გახლავთ შორი მანძილების სატვირთოს მძღოლი (და სხვათა შორის სამი ქალიშვილის დედაა)

image


ულიანა თითქმის ხუთი წელია საჭეს უზის, გზა და სიჩქარე მისი გატაცებაა.


ულიანამ აღიარა, რომ შორეული მანძილზე მძღოლობა მისი ოცნება იყო:


- თავიდან მინდოდა ვეტერინარი გავმხდარიყავი, რადგან საცხენოსნო სპორტზე დავდიოდი, მიყვარდა ცხენები და ვოცნებობდა მათ მკურნალობაზე. მაგრამ როდესაც სკოლას ვამთავრებდი, დედამ დამარწმუნა, რომ სარეკლამო საქმე შემესწავლა: ამბობენ, კარგ ფულს შოულობენო. დაუსწრებლად ვსწავლობდი და საკმაოდ მალე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო-იხსენებეს ულიანა.


image

ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც ულიანამ 17 წლის ასაკში მომავალი მეუღლე, სერგეი გაიცნო.


- მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრში ვსეირნობდით, იქ არის კინოთეატრი, სადაც ბაიკერები მუდმივად იკრიბებიან. სერგეი არ იყო ბაიკერი, მაგრამ ჰქონდა მოტოციკლი. ჩვენ მივედით და ვთხოვეთ: "ბიჭებო, გაგვასეირნეთ რა!" მეგობარი ერთ ბიჭს მიუჯდა, მე კი სერგეის. იმათმა ერთხელ გაისეირნეს, ჩვენ კი ახლაც ერთად ვსეირნობთ.(იცინის)

image

სერგეი თითქმის ბავშვობიდან გიჟდებოდა მანქანებზე: შეკეთება, რაღაც ახლის გამოგონება. მალევე ულიანაც ჩაერთო საქმეში. იმდენად, რომ ერთად გახსნეს ჯერ ერთი ავტოსერვისი, შემდეგ მეორე. თავდაპირველად ყველაფერს თავად აკეთებდნენ. ულიანა თავად უჭერდა ჭანჭიკებს, ქალურ ნაზ ხელებს არ იშურებდა და გატეხილი ფრჩხილის "შეკეთებასაც" თავად ახერხებდა.ქმარმა ასწავალა იულიანას მანქანს მართვაც.

image

–მეორე ფეხმძიმობის შემდეგ სწავლას აღარ დავუბრუნდი. მაგრამ სახლში დარჩენაც არ იყო ჩემს ხასიათში.

შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა გადაწყვიტეთ, რომ დროა წერტილი დავუსვათ მომსახურებას, (იგულისხმება ავტოსერვისი)დროა ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ რამე. ქმარმა დაიწყო ინდუსტრიული რობოტების აწყობა: ეს არის მანიპულატორი მკლავი, მას შეუძლია ააწყოს მექანიზმები, ან რაიმე შეღებოს. როდესაც პირველი პროტოტიპი ავაწყეთ, ჩვენ შევიძინეთ "გაზელი", რათა მოსკოვში წაგვეღო. ამის შემდეგ დროდადრო დავდიოდით "გაზელით" მოსკოვში და რაღაც მომენტში ერთხელაც დავფიქრდი, რად მინდა სატვირთო მანქანა, თუ მას ფულის მოტანა არ შეუძლია?

image

ასე დაიწყო იულიანამ შორეულ გადაზიდვებზე მუშაობა.

- თავიდან ჩემი ქმარს ეს ამბავი თავიდან მაინცდამაინც არ მოეწონა. არც დედა აღფრთოვანებულა: "რას ამბობ!"ბებიამ კი ასე მითხრა: ”შვილიშვილი შორეული გადაზიდვების მძღოლი? უკეთესია შინ იჯდე ბავშვებთან! " მაგრამ ბებიასგან გავიგე: ეს ჩემს სისხლშია თურმე, პაპა მისაბმელიან ტრაილერზე მუშაობდა . ასე, რომ, დიდი მანქანების და ტექნიკის სიყვარული წინაპრებისგან მომყვება.

image

ჩემი მომავალი ოცნება რა არის?

ავიღო მართის მოწმობა "C" და "E" კატეგორიებში, შემდეგ კი მინდა დიდი სატვირთო მისაბმელით. რადგან ჩემი მეუღლე რობოტებს ამზადებს, ლითონის ტრანსპორტირება დაგვჭირდება. ასე რომ, ფურა უნდა პაპას გოგოს (იცინის).

image

1
860
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
860
  
19 სექტემბერი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1