x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მზარდი შემოსავალი Google Adsense-დან
imageზოგადად Google Adsense-ის შესახებ ბევრს გეცოდინებათ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენ გამოკითხვას, რომელიც ფეისბუქზე ჩავატარეთ, საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ქართველი მომხმარებლისთვის Google-დან დამატებითი ან ძირითადი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
პირველ რიგში განვმარტოთ თუ რა არის Google Adsense და როგორ ხდება Google-დან შემოსავლის მიღება.


Google Adsense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის დახმარებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამების განთავსება, რომლებიც საიტის კონტენტის თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს).რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში), გუგლი გვიხდის გარკვეულ თანხას რომელიც სხვადასხვა მეთოდებით გამოითვლება.


AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. AdWords სერვისის დახმარებით მომხმარებელი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ ქლიქში (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე).
მაგალითად, advertiser–მა (რეკლამის დამკვეთი) შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ ქლიქზე დააწესა 5$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ ქლიქზე. ყოველი ქლიქიდან გუგლი გარკვეულ თანხას იტოვებს თავისთვის, ხოლო დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის.


Google Adsense-დან მსოფლიო მაშტაბით უამრავი ადამიანი იღებს ძირითადი ან დამატებითი შემოსავალს. რაც მთავარია Adsense-ში გაწევრიანება ქართველებსაც შეგვიძლია. განსაკუთრებით 2011 წლის მაისიდან გაგვიმარტივა Google-მ პირობები. ამ დრომდე კი გამომუშაველ თანხას ვღებულობდით ჩეკებით რომლის ლოდინიც კვირეობით და თვეობით გვიწევდა და შემდეგ ბანკში თანხის განაღდებაც გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული, ასევე საკომისიო 50$ -ს შეადგენდა. 2011 წლის მაისიდან კი თანხები პირდაპირ ვესტერ იუნიონით ჯდება ჩვენ ანგარიშზე ყოველი თვის 23–24- რიცხვში, თან ყოველგვარი საკომისიოს გარეშე და მეორე დღესვე შეგვიძლია უპრებლომოდ გავანაღდოთ თანხა. ეს არის ერთგვარი ხელფასი რომელსაც გუგლი გვირიცხავს ყოველთვიურად.
ამ პროექტში გაწევრიანებია შეგვიძლია თავად გუგლის მფლობელობაში მყოფი ბლოგის მეშვეობითაც www.blogger.com, სადაც ვარეგისტრირებთ ბლოგს, ვანთავსებთ კონტენტს (ფოტოები, ვიდეო, სტატიები და ა.შ. ) და შემდგომ ვრეგისტრირდებით თავად Google Adsense-ზე.
Adsense-ზე რეგისტრაციის დროს ბლოგზე განთავსებული არტიკლი უნდა იყოს ინგლისურ ენოვანი ან დასაშვები ენის, რომელიც მითითებული აქვთ თავიანთ წესებში.
მზგავსი სუბდომენის ბლოგის მეშვეობით დაინტერესებულს შეუძლია გამოიმუშავოს 50-100$ ყოველ თვიურად.
ხოლო სრულყოფილი ვებ-გვერდის მეშვეობით მომხარებლები შოულობენ 300-1000$+
ასევე გასათვალისწიენებელია, რომ Adsense რეკლამებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია კონტეტის რელევანტური Affiliate პროდუქტებიც განვათავსოთ ჩვენ ვებ-გვერდზე, რომელიც დამატებითი შემოსავალია.
თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოსავლების ზრდა დამოკიდებულია თავად ჩვენ აქტივობებზე და ცოდნაზე. თუ თქვენ არ ფლობთ გუგლის წესებს, არ იცით ნიშის და ქივორდი შერჩევა, ასევე არ იცით ვებ-გვერდის სეო ოპტიმიზაცია, თანხების გამომუშავება ძალზედ გაგირთულდებათ, უფრო მეტიც ფაქტობრივად შეუძლებელიცაა...
ასევე გაითვალისწინეთ ვებ გვერდის შესაქმნელად თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე პროგრამული ენის ცოდნა, ვინაიდან ვორდპრესის ძრავზე ძალიან მარტივად შეძლებთ ბლოგის შექმნას და მართვას, რომლის ათვისებაც ერთ დღეში შეიძლიძება.
ამრიგად, თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ Google Adsense პროექტს და მიიღოთ დამატებითი ან ძირითადი შემოსავლები...


ხოლო თუ თქვენ კარგად არ გესმით Google Adsense-ს შესახებ, შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ სასწავლო სახელმძღვანელო ამ ლინკზე www.internet-marketingi.com და დაიყოთ თანხების გამომუშავება.


ავტორი: დავით გრძელიძე
წყარო: http://goo.gl/Q861M

0
867
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერნეტ მარკეტინგი
ინტერნეტ მარკეტინგი
867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0