x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
Affiliate Marketing-ი და დამატებით შემოსავალი ინტერნეტიდან
image Affiliate Marketing: ეს არის პარტნიორული პროგრამა, როდესაც რეკლამის განმცხადებელი საკუთარ საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, ვიზიტორების მიერ მის საიტზე რეგისტრაციის გავლისთვის, თამაშების და პროგრამების გადმოწერისთვის, ან ვიზიტორების მიერ საიტზე სერვისის, ან ნივთის შეძენისთვის, საკომისიო თანხას უხდის Affiliated-ს.
Affiliate Program: პროგრამა, რომელშიც Affiliated-ს აქვს საშუალება ჩაერთოს და გაყიდოს სხვისი ფიზიკური თუ ელექტრონული საქონელი. Affiliate პროგრამაში ჩართულ მომხმარებელს ეძლევა უნიკალური Affiliate Program Link, რომელიც შეუძლია გაავრცელოს სხვადასხვა საშუალებით, საიტზე ბანერების დადებით, იმეილ შეთავზებით, სოციალრი ქსელების საშუალებით და ა.შ.ამ უნიკალური ლინკიდან გადასული სხვა მომხმარებელი თუ იყიდის საქონელს ან შეასრულებს სხვა რამე კონკრეტულ ქმედებას (გადმოწერა, რეგისტრაცია, ..) Affiliated მიიღებს საკომისიოს. (ერთ-ერთი Affiliate Program პროგრამა )
Affiliated : Affiliate პროგრამაში ჩართულია ადამიანი, რომელიც ყიდის სხვის პროდუქტს ან სერვისს საკომისიოს სანაცვლოდ.


ამრიგად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაწევრიანდნენ სასურველი კომპანიის Affiliate Program–ში და გაყიდოს მათი პროდუქცია.
ამ კუთხით Affiliate Marketing–ი, ინტერნეტ მარკეტინგის ერთ–ერთ შემოსავლიან სახეობად ითვლება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ Affiliate პროდუქტები შეიძლება განთავსდეს google AdSense რეკლამებთან ერთად, ანუ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან (ბუნებრივია Affiliate პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს საიტის ნიშას).
Affiliate Marketing–შიც მოქმედებს თითქმის ყველა იგივე წესები რაც google AdSense – ის მონეტიზაციის შემთხვევაში, განსხვავება იმაშია, რომ ქივორდების კვლევისას მნიშვნელობას კარგავს CPC, ანუ ამ შემთხვევაში აღარ გვაინტერესებს რამდენს იხდის გუგლი ჩვენ შერჩეულ ქივორდში. ყველაფერს დანარჩენს ტრაფიკს, კონკურენტების ანალიზს, SEO ოპტიმიზაციას და ა.შ. ჩვეულებრივად ვაქცევთ ყურადღებას. ვინაიდან, იმისათვის რომ გავყიდოთ Affiliate პროდუქტი, მიზნობრივმა აუდიტორიამ საჭიროა გვიპოვოს, ამისთვის კი უნდა გამოვიკვლიოთ საძიებო ფრაზა - რამდენი ადამიანი ეძებს ამ ფრაზებს, (Exact) - კონკურენტი საიტების რაოდენობა "გუგლში", Exact–დომენი თუ არის თავისუფალი და ასევე ვირჩევთ დამხმარე ქივორდებსაც, რომლებსაც გამოვიყენებთ title-ში, Keywords-ში, ანჩორ ლინკებში და ა.შ.
პროდუქტის კარგი Exact–დომენის, კარგი აღწერებისა და კარგი SEO ოპტიმიზაციის შერჩევით თქვენი შემოსავალი დღითი-დღე გაიზრდება. არიან ადამიანები, ვინც დიდი პროექტების გარეშეც, დღეში 40$ – 100$ დოლარამდე აკეთებენ. როგორც აღვნიშნეთ Affiliate Marketing–ში საჭიროა ისეთივე გათვლები, როგორც google AdSense-ს შემთხვევაში, მაგრამ ასევე საჭიროა გონებითაც მუშაობა, რადგან თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი პროდუქტის მომხმარებლების ზოგადი მოსაზრებები, რატომ ყიდულობენ ამ პროდუქტს, რატომ უნდა იყიდონ ეს და არა სხვა, რადგანაც მომხმარებლებთან უნდა დაამყაროთ ემოციური კავშირი, უნდა აჩვენოთ, რომ თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქცია თუ როგორ გამოადგებათ, რამდენს კარგავენ ამ პროდუქციის გარეშე და ა.შ.


ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მარკეტინგულ კომუნიკაციებში მყიდველის ქცევის მარტივი მოდელის – AIDA–ს წესით, ყურადღება - ინტერესი - სურვილი - მოქმედება. რაც ეტაპობრივად და თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს.
კომპონენტთა ურთიერთგადაჯაჭვულობაში პროდუქტი იქცევს მყიდველის ყურადღებას, ჩნდება ინტერესი, შემდეგ სურვილი და ეს ყველაფერი სრულდება მოქმედებით - პროდუქტის ყიდვით.
მომხმარებლის მყიდველობითი ქცევა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:


▪ საჭიროებათა ამოცნობა;
▪ ყიდვის წინარე მოქმედება ან ძიების პროცესი;
▪ შეფასება და ყიდვის გადაწყვეტილება;
▪ ყიდვა და ხარჯი;
▪ ყიდვის შემდეგი შეფასება;

ამ პროგრამებში ყველაზე დადებით ისაა, რომ ქართველ მომხმარებლებსაც აქვთ პროექტში მონაწილეობის საშუალება და თვითეულს შეუძლია გახდეს სხვისი პროდუქციის დისტრიბუტორი და მიიღოს ყველთვიური მზარდი შემოსავალი.



ავტორი: დავით გრძელიძე

წყარო: http://goo.gl/aNuAl

0
352
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერნეტ მარკეტინგი
ინტერნეტ მარკეტინგი
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0