x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამდიდრდნენ ქმართან გაყრის შედეგად
image

არსებობენ ცნობილი ქალები, რომლებიც ქმართან გაყრის პროცესში სასამართლოში მიდიოდნენ ძირითადად იმ მიზნით, რომ პარალელურად "ბლომად ფული" დარჩენოდათ.


დემი მური-ცხოვრების განმავლობაში მსახიობი ორჯერ განქორწინდა ხმაურიანად და ორივე შემთხვევაში მსხვილი თანხა ჩაიჯიბა: ბრიუს უილისმა 2000 წელს თითქმის 40 მილიონი დოლარი გადაუხადა, 2013 წელს კი ეშტონ კატჩერს ქონების ნაწილის დათმობა მოუწია, ამასთანავე ყოფილ ცოლს დიდი თანხა გადაუხადა. ... შედეგად, დემიმ ამ ორი გაყრით 300 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

image



ემბერ ჰედი-ჯონი დეპის ახლო მეგობრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ ემბერი, პირველ რიგში, ჯონის მილიონოზე დაქორწინდა და არა თავად მსახიობზე.

2016 წელს ემბერ ჰედმა განქორწინების მოთხოვნა შეიტანა და ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. სამართალწარმოება დიდხანს გრძელდებოდა, რა დროსაც სასამართლო ემბერის მხარეს იყო. საბოლოოდ დეპს დაახლოებით 7 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

თუმცა, მსახიობი ემბერ ჰედი არც ისეთი ხარბი და ეგოსიტი აღმოჩნდა, როგორც ამას ბევრი ფიქრობდა: მან მთელი ფული ქველმოქმედებას მოახმარა... ეს ამბავი ამით არ მთავრდება, მოგვიანებით ჯონი დეპმა ემბერ ჰედი ძალადობაში დაადანაშაულა.

image

დაშა ჟუკოვა

-დაშა ჟუკოვამ და რომან აბრამოვიჩმა შეძლეს მშვიდობიანად დაშორება, სკანდალებისა და ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე. ოლიგარქმა მშვენივრად იცის განქორწინება: ირინა მალანდინასთან გაყრის შემდეგ, რომელსაც დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დაუტოვა, შემდეგ ცოლს დაშა ჟუკოვას უფრო ბევრად მეტი შეხვდა- 1 მილიარდი ევროს კომპენსაცია. Forbes– ის თანახმად, აბრამოვიჩს განქორწინების დროს 9, 2 მილიარდი ევრო ჰქონდა.

image

რობინ მური-ერთ დროს, ჰოლივუდში რობინ მურისა და მელ გიბსონის განქორწინება ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა . ქმრის რომანით აღშფოთებულმა (პიანისტ ოქსანა გრიგორიევასთან), რობინმა მსახიობს მოსთხოვა მთლიანი ქონების ნახევარი - 400 მილიონ დოლარზე მეტი. გიბსონი იძულებული გახდა დათანხმებოდა ყოფილი მეუღლის პირობებს. მათ განქორწინების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2006 წელს შეიტანეს, მაგრამ საბოლოოდ გაყრა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლეს.

image

ჯანეტ ჯექსონი-ჯენეტ ჯექსონი დაშორდა მილიარდერ ვისამ ალ-მანას, მათი საერთო ვაჟი ისას გაჩენისთანავე. მათ არც გაამხილეს გაყრის ჭეშმარიტი საბაბი, მენტალიტეტი და კულტურული სხვაობა მოიდეს მიზეზად. მომღერალს საბოლოოდ ყოფილი ქმრისგან 200 მილიონი დოლარი დარჩა.

image

0
189
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0