x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103597
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467984
დააწკრიალეთ ყველაფერი ყოველგვარი ქიმიის გამოყენების გარეშე!
საიდუმლოს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ ფხვნილები, თხევადი და ფხვიერი ქლორი და სხვა ქიმიური საშუალებების უმრავლესობა უფრო მეტ ზიანს გვაძლევს, ვიდრე სარგებელს. თუმცა, ეს მიზეზი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამოვიღოთ ისინი ხმარებიდან, ეს სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ შეგვიძლია მათი მოხმარება მინიმუმამდე შევამციროთ.


დღევანდელ სტატიაში სწორედ, რომ დასუფთავების ხრიკებს გასწავლით, სადაც გრამი ქიმია არ არის, თუმცა ვერავინ მიხვდება, რომ ე.წ "უბორკა" ყოველგვარი ქლორისა და ფხვნილის გამოყენების გარეშე ჩაატარეთ. თან, დაზოგავთ ზედმეტ ხარჯს.


1. მიკროფიბრის ქსოვილის დივანი.

image



იმისათვის, რომ მიკროფიბრის ქსოვილის ავეჯი გაწმინდოთ, დაგჭირდებათ: ღრუბელი, იზოპროპილის სპირტის ბოთლი, ჯაგრისი და საკვები სოდა.


როგორ გავწმინდოთ: წაუსვით ცოტაოდენი სპირტი ღრუბელს და დივანის ზედაპირი გაწმინდეთ. შემდეგ დააყარეთ სოდა ჯაგრისს და გახეხეთ. სოდა უსიამოვნო სუნსაც მოსპობს და გაათეთრებს ქსოვილს. ბოლოს კი კარგად გაწურული სუფთა ჩვრით კარგად გაწმინდეთ და აცადეთ გაშრეს.





2. უნიტაზი.

image


იმისათვის, რომ უნიტაზმა იბრწყინოს, დაგჭირდებათ: ძმარი.


როგორ გავწმინდოთ: დიახ, არ მოგეჩვენათ, სწორედ, რომ გაუზავებელი ძმრით შეგიძლიათ გახეხოთ უნიტაზი და ის წარმოუდგენლად გათეთრდება.





3. ქვაბები.

image


იმისათვის, რომ ცხიმიჩაკირულ ქვაბებს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, დაგჭირდებათ: მშრალი მდოგვი და საკვები სოდა.


როგორ გავწმინდოთ: ოპტიმალური და სრულიად უსაფრთხოა ჭურჭელზე ამ მიქსტურის გამოყენება. მშრალი მდოგვის ფხვნილს და სოდას შეურევთ ერთმანეთს კომბინაციით 1:3-თან, მეტი ნაწილი სოდა. გახეხეთ ქვაბი და თავად დარწმუნდებით მის ჯადოსნობაში.





4. ჩაიდანი.

image


იმისათვის, რომ ჩაიდანს ჩაკირული ნადები მოვაცილოთ, დაგჭირდებათ: ძმარი.


როგორ გავწმინდოთ: გამოყენების შემდეგ, თუ ხშირად არ წმენდთ საფუძვლიანად ჩაიდანს შიგნიდან, წყალში არსებული მინარევების გამო უჩნდება ნადები. როდესაც ეს ნადები ქვავდება, მისი მოცილება რთული და თითქმის შეუძლებელი ხდება. თუ მასში ჩაასხამთ ძმარსა და წყალს კომბინაციით 1:2-თან, მეტი ნაწილი ძმრით, თავს დაახურავთ, ცხვირსაც დაუხშობთ ქაღალდით და ადუღებთ გარკვეული დრო, ნადები დაიშლება.





5. "მატრასი".

image


იმისათვის, რომ გაყვითლებული და შელახული მატრასები გავწინდოთ, დაგჭირდებათ: 235 მლ 3%-ნი წყალბადის ზეჟანგი, 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა და თხევადი საპონი 1-2 წვეთი.


როგორ გავწმინდოთ: ჭურჭელში წყალბადის ზეჟანგის და სოდის მოცემული ნაწილი ერთმანეთს კარგად შეურიეთ, როდესაც ჩაქრება სოდის და ზეჟანგის ერთობლივი ამოქაფება, ჩაამატეთ თხევადი საპონი და კარგად შეანჯღრიეთ. დალაქულ ადგილებზე დაასხით მიღებული მასა და გააჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ კი მტვერსასრუტით ამოწმინდეთ და აცადეთ შეშრეს. ნახავთ როგორ გათეთრდება.



0
371
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0