x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
წელს “თელავინო 2020” აღარ გაიმართება
თელავის ტრადიციული ღვინის ფესტივალი “თელავინო”, რომლის ძირითადი მიზანი და დანიშნულება ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაციაა, წელს აღარ ჩატარდება.


როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ღონისძიება თელავის ძველი ბაღის სიახლოვეს, ერეკლე მეორის მოედანზე უნდა გამართულიყო. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ქართულ ღვინოებთან და ჭაჭასთან ერთად ქართული ტრადიციული კერძებისთვისაც გაესინჯათ გემო. ისინი ასევე შეძლებდნენ, სპეციალურ პავილიონებში შეეძინათ ხელით დამზადებული ნივთები და ადგილობრივი პროდუქციის ნიმუშები და თვალყური მიედევნებინათ ფოლკლორული ჯგუფების კონცერტისთვის.


“3 ოქტომბერს გიწვევთ ყველას თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე (ძველი ბაღის მიმდებარე ტერიტორია), ვისაც უყვარს ქართული ღვინო, ჭაჭა და ტრადიციული სამზარეულო! გვეწვიეთ და მიიღეთ მონაწილეობა თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში. დატკბით ეროვნული ფოლკლორით და დაათვალიერეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი შემოდგომის პავილიონები. გელოდებით ყველას. ერთად გავაცილოთ რთველი კახური ღვინით”, - ნათქვამი იყო ფესტივალის ორგანიზატორების მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.


ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ 2014 წელს დაარსდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართებოდა. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო ის აღარ ჩატარდება, რის შესახებაც Allwine.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს განუცხადეს...



(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)

თელავინო

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0