x
image
ლურჯი თოლია
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი კაცის ტრაგიკული ისტორია
მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მაღალი IQ - 260 - ჰქონდა უილიამ ჯეიმსს სიდისს.
image
უილიამი დაიბადა 1898 წელს ნიუ-იორკში. მისი მშობები თავადაც გენიოსები იყვნენ. 18 თვისას შეეძლო გაზეთის კითხვა, 8 წლის ასაკში ის რვა ენაზე ლაპარაკობდა, ისწავლა 40 უცხო ენა. დაწყებითი და საშუალო სკოლის დამთავრებისთვის მხოლოდ ერთი წელი დასჭირადა, 11 წლის უკვე ჰარვარდში სწავლობდა, 12 წლის კი თავის მათემატიკის ლექტორებს ლექციებს უკითხავდა. 16 წლის ასაკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში და მალევე გახდა ცნობილი თავისი შესაძლებლობების გამო.
თუმცა ეს ყველაფერი მას არ მოსწონდა. მას სურდა განმარტოებით ცხოვრება, არ აპირებდა დაოჯახებას. მამისმა იცოდა, რომ მისი ვაჟი განსაკუთრებული იყო და ცდილობდა მას წარმატებაში დახმარებოდა, მაგრამ უილიამი უარს აბობდა ყველაფერზე, რის გამოც მათ შორის უკმაყოფილება დაიწყო.
მამამისის გარდაცვალების შემდეგ ის მუშაობდა კლერკად და სხვა მცირე პოზიციებზე, მაგრამ მაინც ექცეოდა ყურადღების ქვეშ. გაზეთები წერდნენ, რომ მან დაკარგა თავისი შესაძლებლობები.
ის გახდა სამოქალაქო აქტივისტი. აპროტესტებდა პირველ მსოფლიო ომს, რის გამოც 18 თვით ციხეში მოხვდა. მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა მარტოობაში და არ ჰქონია კონტაქტი ოჯახის წევრებთან. მუშაობდა მუშად.
მას შეეძლო შეეცვალა მსოფლიო, მაგრამ გარდაიცვალა მარტოობაში, 46 წლის ასაკში.
0
407
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0