მოვლენები ვინაა ქართველი მოდელი,რომელსაც კენდალ ჯენერის ორეულად მიიჩნევენ 2020, 4 სექტემბერი, 15:05 თავად თეონას მიაჩნია, რომ მის მიმართ პირფერობენ, რადგან მისი აზრით დები კარდაშიანები ძალიან ლამაზები არიან.(მარცხენა ფოტოზე თეონა, მარჯვნივ კენდალი)
29 წლის თეონა ჩაჩუამ თბილისიდან, როდესაც სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთა, მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ თეონა ძალზე წააგავდა დები კარდაშიანების ოჯახიდან ერთ-ერთს, კერძოდ კენდალ ჯენერს. ფოტოზე კენდალ ჯენერი მოდელის ქმარიც კი ეთანხმება მათ და ხუმრობით ეუბნება თეონას, რომ შესაძლოა ერთმანეთის ნათესავებიც კი გამოდგნენ, წერს Lad Bible. ასეთი შედარება ძალიან მაამებელად მიაჩნია თეონას, რადგან მიაჩნია, რომ დები კარდაშიანები ძალიან ლამაზი და წარმატებული ქალები არიან. ფოტოზე თეონა ჩაჩუა როდესაც იგი საკუთარ სურათებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მას ხშირად არა მარტო კენდალ ჯენერს, არამედ, ემილი რატაკოვსკის ან სანდრა ბალოკსაც კი ადარებენ. თეონა საკუთარი ბლოგით საკმაოდ ცნობილია, განსაკუთრებით ქალბატონებში და სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებულ კონტენტს მაკიაჟსა თუ თავის მოვლის ეფექტურ საშუალებებზე 94 ათასი გამომწერი ადევნებს თვალს.თეონას ქუჩებში სცნობენ, როგორც ქართველი ბლოგერ თეონას და არა ამერიკელ კენდალ ჯენერს. მოდით გადავხედოთ თეონას ფოტოებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ იგი ფაქტობრივად კენდალ კენერის ორეულია. 361 5-ს მოსწონს
|