x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არ ვიცი, რატომ გამისწორდნენ“ - ქათამაძე გამოჩნდა - რა ჩვენებას მისცემს სასამართლოს დაზარალებული?
image


18 ივნისის ღამის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ქათამაძე "რუსთავი2-ის" კამერასთან პირველად გამოჩნდა. "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ის ვარაუდობს, რომ სასამართლოს წინაშე მალე წარდგება, სწორედ ამ მიზეზით ის გუშინ მცხეთის რაიონულ პროკურატურაში დაიბარეს. სამი თვის განმავლობაში ნაცემი ქათამაძე არსად გამოჩენილა და არც ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.


შაქარაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტი კამერებთან პირველად გამოჩნდა - გიორგი ქათამაძე პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცის, ფიზიკურად რატომ გაუსწორდნენ.


ჩვენებების მიხედვით, ქათამაძეს მერსედესის ყველა მგზავრი გაუსწორდა, გარდა გიგა ტატიაშვილისა, ასევე, ქათამაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა იმ ორმა არასრულწლოვანმა, ვინც ექვსეულის კვალდაკვალ გადაადგილდებოდა.



მაგრამ გუშინ პირველად მედიასთან დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ძალადობის და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ბარბაქაძე ჩვენების შინაარსს არ იზიარებს და ამბობს, რომ ის მას არ ეკუთვნის.

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0