x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ლეგენდა ლედი გოდივას შესახებ

image

ლეგენდის თანახმად, ლედი გოდივა იყო ინგლისელი გრაფ ლეოფრიკის ლამაზი ცოლი. გრაფმა გადაჭარბებული გადასახადები დააწესა ვასალურ ქალაქ კოვენტრიში, გრაფინია ცდილობდა მათ შემცირებას. ერთხელ ერთ-ერთი ღრეობის შემდეგ, მთვრლი ლეოფრიკი დაჰპირდა ცოლს გადასახადების შემცირებას, თუ ის შიშველი ამხედრდებოდა ცხენზე და ასე გაივლიდა ქალაქ კოვენტრის ქუჩებში. გრაფი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი პირობა მისი ცოლისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდებოდა. თუმცა, ლედი გოდივამ მიიღო გამოწვევა. ქალაქის მცხოვრებლებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ გრაფინიას, დანიშნულ დღეს მათ დაკეტეს თავიანთი სახლების კარები და ფანჯრები, ქუჩაში არავინ გამოვიდა. მხოლოდ ქალაქის ერთმა მკვიდრმა, სახელად ტომმა, გადაწყვიტა ფანჯრიდან გაეხედა, რათა შიშველი ცხენოსანი ქალი დაენახა - ტომი იმავე წამს დაბრმავდა. ასე შეუმჩნევლად გაიარა ლედი გოდივამ ქალაქის ქუჩები. გრაფი განაცვიფრა ქალის თვითდაჯერებულობამ და იძულებული გახდა შეესრულებინა სიტყვა - შეემცირებინა გადასახადები.


მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ლეგედნა რეალობას? ლეოფრიკისა და გოდივას ცხოვრება დეტალურადაა აღწერილი ინგლისში დაცულ ქრონიკებში. ცნობილია, რომ ლეოფრიკმა 1043 წელს ააშენა ბენედიქტელთა მონასტერი, რომელმაც კოვენტრი მცირე დასახლებული პუნქტიდან მეოთხე უდიდესი შუა საუკუნეების ინგლისურ ქალაქად აქცია. ლეოფრიკმა მონასტერს 24 სოფელი გადასცა, ხოლო ლედი გოდივამ ისეთი რაოდენობის ორქრო-ვერცხლით და ძვირფასი ქვებით დაასაჩუქრა, რომ ინგლისის ვერც ერთი მონასტერი ვერ დაიკვეხნიდა ასეთი სიმდიდრით. გოდივა დიდად მორწმუნე ადმიანი ოყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა სრული თავისი ქონება ეკლესიას უანდერძა. გრაფი ლეოფრიკი და ლედი გოდივა დაკრძალეს ამ მონასტერში. ქრონიკები დუმს ლეგენდაში აღწერილ მოვლენებზე.

შიშველი ცხენოსანი ქალის ამბავი პირველად მოიხსენია წმინდა ალბანის მონასტრის ბერმა, როჯერ ვენდროვერმა, (Roger Vendrover) 1188 წელს; მისივე თქმით, მოვლენები 1040 წლის 10 ივლისს მოხდა. მომავალში, პოპულარულმა ჭორებმა მხოლოდ განავრცო და გაამყარა ეს ლეგენდა. მოგვიანებით, XIII საუკუნეში, მეფე ედუარდ I- მა მოისურვა გაერკვია სიმართლე ამ ლეგენდის შესახებ. ისტორიის ანალების შესწავლამ დაადასტურა, რომ კოვენტრიში გადასახადი ნამდვილად არ არსებობდა 1057 წლის შემდეგ, მაგრამ თარიღები განსხვავდება 17 წლით.


ამასთან, 1678 წელს კოვენტრიის მოსახლეობამ ლედი გოდივას საპატივსაცემოდ ყოველწლიური დღესასწაული დააწესა. ეს ფესტივალი დღემდე გრძელდება.ეს ძირითადად კარნავალია, სადაც ბევრი მუსიკა, სიმღერა და ფეიერვერკია. კარნავალის მონაწილენი მე-XI საუკუნის კოსტუმებში არიან გამოწყობილნი. მსვლელობა იწყება პირველი საკათედრო ტაძრის ნანგრევებიდან და შემდეგ მიჰყვება ოდესღაც მამაცი ქალბატონის მიერ განვლილ მარშრუტს. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ტარდება ქალაქის პარკში, ლედი გოდივას ძეგლის მახლობლად. აქ მოისმენთ იმდროინდელ მუსიკას, ფესტივალის მონაწილეები ეჯიბრებიან ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსში, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია კონკურსი - საუკეთესო ლედი გოდივა. ამ კონკურსში მონაწილეობენ მეთერთმეტე საუკუნის კაბებში გამოწყობილი ქალბატონები, შეჯიბრის აუცილებელი პირობაა - გრძელი ოქროსფერი თმა.

კოვენტრის ყოფილი საკათედრო ტაძრიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ლედი გოდივას ძეგლი - თმაგაშლილი ცხენზე ამხედრებული ლედი გოდივა. ძეგლის გამოსახულება ასევე დატანილია კოვენტრის სამოქალაქო საბრჭოს ბეჭედზე.



0
436
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0