x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ატარებთ თუ არა ამულეტს?
ამულეტი (ლათ. amuletum), ან როგორც მას უწოდებენ ასევე, თილისმა (არაბ. Tilasim), მოგეხსენებათ, არის მაგიური ნივთი. მისი ფუნქცია მრავალფეროვანია, მთავარი კი მფლობელის დაცვა და მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ადამიანთა რწმენით, თილისმებს ასევე შეუძლიათ წარმატებების მოტანა, განსაცდელისგან, ე.წ. "ავი თვალისგან" დაცვა, გუნება-განწობის გაუმჯობესება, იღბალის მოტანა, ცოდნის გაზრდა, სიყვარულის გაძლიერება და სხვ.


თილისმა შეიძლება იყოს დამზადებული სხვადასხვაგვარი მასალისგან, დაწყებული პროფესიონალური საიუველირო ნაწარმიდან და დამთავრებული კუსტარულად დამზადებული ხის გარკვეული ზომის ნაჭრით. რაც ასევე აღსანიშნავია, ისინი ადამიანთა ყურადღებას იქცევენ!


თილისმები და ამულეტები ძირითადად ყელსაბამების სახით არის წარმოდგენილი, თუმცა ხელის სამშვენისებადაც გვხვდება.


image



კატის, ადამიანის, რეპტილიის თვალების გამოსახულებით უცხო თვალისგან თავდასაცავი ორიგინალური ამულეტები


ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს ღრმად სწამდათ ამულეტების დამცველობითი ძალის, რადგან თვლიდნენ დალოცვილ და კურთხეულ ნივთებად. მაგალითად, ქრისტიანების უმრავლესობა ყელზე ატარებს ჯვარს, როგორც ერთგვარ ამულეტს და ბოროტებისგან თავდაცვით საშუალებას, გარდა იმისა, რომ ის თვითონ სარწმუნოების სიმბოლოდაც მიიჩნევა!


თილისმებს რაც შეეხება, მათ იყენებდნენ ადამიანები სამგვარი დატვირთვით:


1. თილისმა, რომელიც იცავდა ადამიანის სხეულს დაზიანებისაგან;


2. თილისმა, რომელიც საწოლის თავზე იკიდებოდა;


3. თილისმა, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით იხმარებოდა, კერძოდ, ავადმყოფი რომ განკურნებულიყო, ან ადამიანს რაიმე დაავადება რომ არ შეჰყროდა.


იუდაური ტრადიცია განთქმულია ამულეტების სიუხვით, განსაკუთრებით ცნობილია სოლომონის ამულეტები (მსოფლიოს სხვადასხვა მუზეულებში):


image



ახლა კი წარმოგიდგენთ სხვადასხვა სახის ამულეტებს:



image


სულიერი კონტროლის ამულეტი


image


დამცავი ამულეტი



image


ბოროტებისა და ვნებისგან დამცავი, სულიერი კონტროლის ამულეტი



image

საფრთხისაგან თავდასაცავი ამულეტი


image


პოზიტიური პლანეტარული ზეგავლენისა და იღბლის მომნიჭებელი ამულეტი


(ხელის ამულეტი)


image


ბედნიერების, სიხარულისა და შემოქმედების ამულეტი


image


მთვარის ამულეტი


image


მზის ამულეტი


image


მერკურის ამულეტი


ცოდნის მომტანი ამულეტი


image


მარსის ამულეტი


image


ვენერას ამულეტი


სიყვარულის გაძლიერების, პატივისცემისა და მიმზიდველობის მომტანი ამულეტი


image


ვენერას ამულეტი


ვინმეს მისაზიდი ამულეტი


1
1693
4-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
1693
  
2012, 6 სექტემბერი, 0:20
ლამაზებია
0 1 1