x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ჩაძირულ გემთა განძეული.
image
ერთხელ ამერიკელი ოკეანოგრაფები რეხტინცერი და ტერი დაფიქრდნენ კითხვაზე: რამდენი დაღუპული გემია მსოფლიო ოკეანის ფსკერზე?


მათ გამოთვალეს, რომ მე-XX საუკუნეში ყოველწლიურად დაახლოებით 400 გემი იღუპებოდა მე-XIX საუკუნეში ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო, საერთო ჯამში, მეცნიერების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მინიმუმ მილიონი გემი ჩაიძირა.


ბრიტანეთის ადმირალიტეტის თანახმად, მე -XVI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენს პლანეტაზე მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მერვედი წყლის ქვეშ იმყოფება. მართალია, ცნობილი წყალქვეშა მკვლევარი ჟაკ ივ კუსტო სკეპტიკურად უყურებდა ამ ციფრებს. მისი აზრით, ეს თაღლითთა მიერ გავრცელებული ჭორებია, რომლებიც ცდილობდნენ გამდიდრებულიყვნენ "ძველი საგანძურის რუკების გაყიდვით"

ამასთან, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ოკეანის ფსკერზე აუარებელი საგანძურია, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მათ შესახებ მონაცემები მნიშვნელოვნადაა გადაჭარბებული. მხოლოდ ოქროს საერთო მასა შეფასებულია 10-13 ათას ტონად.


ადამიანებმა ჩაძირული საგანძურის ძიება რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყეს.

მე-XVIII საუკუნეში ინგლისელმა "ჯონ დეტბრიდჯმა" გამოიგონა "მყვინთავი მანქანა", რომლის მეშვეობით ზღვის სიღრმეში დაიწყო ძვირფასეულობის ძებნა. ეს იყო ხის კასრი, რომლითაც ადამიანს ფსკერზე უშვებდნენ. მასში რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი იყო. ღორის ტყავით დაფარული ხვრელების მეშვეობით, მყვინთავს შეეძლო ხელების გარეთ გაყოფა.

წლების განმავლობაში, წყალქვეშა სიმდიდრის მაძიებელთა აღჭურვილობა გაუმჯობესდა. დღეისთვის მხოლოდ აშშ – ში, დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გატაცებულია ამ საქმიანობით. ქვეყნდება უზარმაზარი რაოდენობის ბეჭდური მასალები, სადაც აღწერილია საგანძური და მათი კოორდინატები. წარმატებული ძიების მხლოდ რამდენიმე მაგალითი არსებობს:

1999 წელს ფინეთის სანაპიროზე აღმოაჩინეს გემი "ფრაუ მარტა", რომელიც ჩაიძირა 1771 წელს. საგანძურზე პრეტენზიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა გამთქვამს, ამ დროს კი არალეგალ განძის მაძიებლებს ზღვის ფსკერიდან ამოაქვთ ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ეკატერინე მეორემ ერმიტაჟისთვის შეიძინა.

1985 წელს საგანძურის მაძიებელმა მელ ფიშერმა აღმოაჩინა ესპანური გალეონი Nuestra Senora, რომელიც ჩაიძირა 1622 წელს, ფლორიდის სანაპიროებთან. ძვირფასეულობის საერთო ღირებულებამ შეადგინა 450 მილიონი დოლარი.

მეკობრეთა გემი ვაიდა" 1982 წელს იპოვა ამერიკელმა ბარი კლიფორდმა. 400 მილიონი დოლარი - ასეთია მეკობრეების წყალქვეშა განძის საერთო ღირებულება.

გრეგ სტემმა და ჯონ მორისმა 12 წელი გაატარეს ორთქლმავალ "რესპუბლიკას"ძიებაში, რომელიც 1865 წლის ოქტომბერში ქარიშხლის დროს ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში, შეერთებული შტატების სანაპიროდან 160 კილომეტრში. გემი დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეზე იწვა, მასზე ოქროს მონეტები იყო. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 180 მილიონი დოლარია.


0
44
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0