x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მექსიკის „მათრობელი ელჩი“

image● მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ესპანელი დამპყრობლები
მექსიკაში ჩავიდნენ. მათ იქ გემო გაუსინჯეს აგავას დადუღებული წვენისგან დამზადებულ
მექსიკურ სასმელს, პულკეს. პულკე გემოთი ლუდს წააგავს, ალკოჰოლის შემცველობაც არა აქვს
მაღალი. შეიცავს მცენარეულ ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მინერალებს, ამიტომ
ბევრგან ამ სითხეს სხვადასხვა კერძის მომზადებისას იყენებენ.image

ესპანელები მიჩვეულები
იყვნენ საჭმელზე ალკოჰოლის დაყოლებას. აგავას წვენისგან მათ მაგარი სასმელი გამოხადეს
და მიღებულ სითხეს მესკალი უწოდეს. სწორედ მესკალი გვევლინება დღევანდელი ტეკილას წინამორბედად.
მექსიკაში ტეკილას უამრავი ქარხანა არსებობს და ამ ქარხნებში წელიწადში 189 მილიონ
ლიტრს ხდიან; მათი 40 პროცენტი ქვეყნის გარეთ გადის.


ლურჯი, წვნიანი აგავა,
რომელიც შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, იზრდება დასავლეთ ცენტრალური მექსიკის ხრიოკ
და მაღალმთიან მიდამოებში, ძირითადად, ხალისკოს შტატში, რომელიც ქალაქ ტეკილასთან ახლოს
მდებარეობს; სწორედ ამ ქალაქის სახელს ატარებს ეს მექსიკური სასმელი. აგავას დამწიფებას
12 წელი სჭირდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ის დიდი რაოდენობით მინერალებს
შეიწოვს მიწიდან. როდესაც იღებენ ამ მცენარეს, აჭრიან ეკლიან ფოთლებს და ტოვებენ ანანასის
ფორმის გულს, ამ გულს სხვანაირად „პინიას“ უწოდებენ. წვნით სავსე „პინია“ საშუალოდ
50 კილოგრამს იწონის. 7 კილოგრამი „პინიასგან“ მზადდება 1 ლიტრი ტეკილა.

imageბევრი მექსიკელი ტეკილას
მარილთან და მჟავე ლაიმთან ერთად სვამს (ლაიმი არის მწვანე ლიმნის მაგვარი ხილი). უცხოელებისთვის
უფრო მეტად ცნობილია მარგარიტა, ტეკილას კოქტეილი, არეული მჟავე ლაიმის წვენსა და ფორთოხლის
ლიქიორში, რომელსაც ყინულის ნატეხებთან ერთად მარილით გაფორმებულ ჭიქებში ასხამენ.
ტეკილამ დაახლოებით 90 ქვეყნის ბაზარი დაიპყრო და ამიტომაც სრულიად სამართლიანად
ეწოდება მას მექსიკის „ელჩი“.
image
შენიშვნა


მექსიკის ტერიტორიაზე
აგავას 136 სახეობაა გაშენებული. ამათგან ზოგიერთს პულკესა და სხვა ალკოჰოლური
სასმელების დასამზადებლად იყენებენ. მაგრამ ტეკილა მხოლოდ და მხოლოდ ლურჯი აგავასგან მზადდება.image

1
39
4-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
39
  
2012, 27 აგვისტო, 10:30
+1
0 1 1