x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში-გელა დაიაური
image

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში, თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა… სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვუთანაგრძნობ" … წერს გელა დაიაური სოციალურ ქსელში.

image

შეგახსენებთ 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას.


ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული) მომავალი"ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა…


ორი დღის წინ ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა.

image

მთავრობის გადაწყვეტილებით, მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე - მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე - სახელმწიფო დროშები ღამის 12 საათიდან დაეშვა. გადადებულია გასართობი და მუსიკალური ღონისძიებებიც.


0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0