x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104424
  • ვიდეო:348172
  • სურათი:469079
„დაძაბული ცაა… გაითვალისწინეთ, რისკს მოერიდეთ“ – ასტროლოგი მოსახლეობას მიმართავს

image


ქართველი ასტროლოგი ქეთი ვაწაძე წერს, რომ ამჟამად არსებული კოსმიური დაძაბულობა დედამიწაზე გავლენას კიდევ მოახდენს ამიტომ, ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ასტროლოგი მოქალაქეებს რისკისგან თავის შეკავებას ურჩევს და მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში დაძაბულობა დედამიწაზე კიდევ შენარჩუნდება.


„ამას წინაც დავწერე და ახლაც გახსენებთ... დაძაბული ცაა, ხედავთ კიდეც მსოფლიო და ჩვენი ქვეყნის მოვლენებს, ზოგან წყალდიდობა, უხვი ნალექია და ზოგან ხანძრები, დაძაბულობა და მღელვარება. შატილის გზაზე მომხდარი სამწუხარო ამბებიც გაიგეთ ალბათ.


ეს ვითარება ცაზე ჯერ კიდე შენარჩუნდება უახლოესი პერიოდი მაინც და გაითვალისწინეთ. ამიტომ, მეტი სიმშვიდე, დაფიქრება, ნაკლები აგრესია, რისკი, სისწრაფე და ყველაფერი კარგად იქნება. მშვიდობიანი დღეები გქონდეთ”, – წერს ასტროლოგი.

0
538
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0