x
10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ zoom -ით

დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ ონლაინ სწავლების დადებით მხარეებზე და კონკრეტულად წარმოგიდგენთ 10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ზუმით

  • დროის ეკონომია - ზუმი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ საკუთარი დრო .სასწავლო დაწესებულებებში მისასვლელი დრო, საცობში ყოფნის დრო ან უბრალოდ შაბათ-კვირის თავისუფალი დრო შეგიძლიათ ეფექტურად დახარჯოთ და ზუმის საშუალებით ისწავლოთ ის რისთვისაც არ გყოფნიდათ დრო .
  • ფინანსების ეკონომია- ზუმის წყალობით თქვენ აღარ გაქვთ სწავლებასთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ხარჯები .დაზოგილი თანხებით შეგიძლიათ სხვა ონლაინ კურსის შეძენა ან.და შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო წიგნები
  • მისაწვდომობა - ზუმი გაძლევთ საშუალებას სწავლება გაიაროთ ნებისმიერ ადგილიდან .იქნება ეს ოფისი, სახლი თუ აგარაკი .ასევე ზუმში შეგიძლიათ შემოხვიდეთ როგორც კომპიუტერიდან ასევე მობილური ტელეფონით.
  • ჩანაწერები- ზუმი გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ლექციის ჩაწერა და კომპიუტერში გადატანა .შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში ლექციებს მოუსმინოთ განმეორებით
  • უკუკავშირი-ზუმი გაძლევთ საშუალებას უწყვეტ რეჟიმში გქონდეთ კავშირი როგორც ლექტორთან ასევე სტუდენტებთან.თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორ გსურთ ჩართვა: ვიდეო, აუდიო ან უბრალოდ ჩათში მიწერა
  • ყურადღების კონცენტრირება - სხვა სტუდენტებს ან.და აუდიტორიას თქვენი ყურადღების გაფანტვა არ შეუძლია ამიტომ გონების მაქსიმალური კონცენტრაცია მიმართულია მხოლოდ ზუმის სლაიდებზე
  • სამსახური- ზუმის სწავლების დროს თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ სამსახურის გადაუდებელ ზარებს, მიიღოთ ან .და გააგზავნოთ აუცილებელი დოკუმენტები.ამისათვის თქვენ არ დაგჭირდებათ ლექციის დატოვება, მხოლოდ საკმარისია გამორთოთ თქვენი მიკროფონი
  • ოჯახი - ზუმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სახლიდან .სწავლების გამო არ მოგიწევთ ოჯახის დატოვება.დისტანციური სწავლება განსაკუთრებით მოსახერხებელია მშობლებისათვის, თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი თანხების გადახდა ძიძისთვის ან.და დამხარესთვის.
  • ტექნოლოგიები-ზუმით სწავლება საშუალებას გაძლევთ დამოიკუდებლად დაეუფლოთ ელექტორნული სწავლების ფორმას .აითვისოთ თანამედროვე ტექნოლოგია და საჭიროების შემთხვევაში თავადაც დანეგროთ თქვენს სამსახურში
  • უსაფრთხოება და ჯანმრთელობა -ზუმის წყალობით თქვენ უსაფრთხოდ ხართ .image


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია87
ხატია87
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0