x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სრულყოფილი არავინაა: ჰოლივუდელი ლამაზმანების ყველაზე მავნე ჩვევები

image


პატარა, წვრილმანი "ცოდვები", მეტ ნაკლებად ყველა ჩვენგანს აქვს, რომლის გამოც ხშირად გვრცხვენია კიდეც. ვიღაც მაგალითად, საყვარელი ნამცხვრის დანახვისას ცდუნებას ვერ უძლებს, ზოგი კი - ფრჩხილებს ფარულად იჭამს, და ეს სრულიად ნორმალურია! გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ! გამონაკლისს რა თქმა უნდა, არც ეს ცნობილი ქალბატონები წარმოადგენენ. მაშ ასე, მოდით ერთად გავარკვიოთ რა მავნე ჩვევები აქვთ ჰოლივუდის ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ლამაზმანებს.




ბრიტნი სპირსი და ოლივია უაილდი


image


როგორც გოგონებმა აღიარეს, მათ ერთი მავნე თვისება აქვთ - ფრჩხილებს იჭამენ, რომელსაც ვერაფრით გადაეჩვივნენ!





სარა ჯესიკა პარკერი და ჰოლი ბერი



image


ცნობილი მსახიობები ფრჩხილებს არა, მაგრამ აი, ტუჩებს კი განუწყვეტლივ იჭამენ, ამიტომ იძულებულები არიან თან ყოველთვის ტუჩის საცხი იქონიონ.






რიანა და კაილი ჯენერი


image


ეს გოგონები შეიძლება ითქვას რომ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობენ. გაიცანით, სოციალური ქსელების ყველაზე აქტიური და ერთგული მომხმარებლები!





ბარბარა სტრეიზანდი და მილა კუნისი



image


ეს ქალბატონები მცირე ულუფებს არასდროს სჯერდებიან და ყოველთვის დიდი რაოდენობით არაჯანსაღ საკვებს მიირთმევენ.






ლანა დელ რეი და ქეთრინ ჰეიგლი



image


გოგონებს ერთი მავნე ჩვევა აერთიანებთ - მოწევა.





კამერონ დიასი და კეტი პერი



image


როგორც ირკვევა, ორივე ქალბატონი ჩაციკლული სისუფთავეზეა. ერთი საზოგადოებრივ ადგილებში კალამს საერთოდ არ ეკარება, მეორე კი - კბილებს დღეში 6 - ჯერ იხეხავს.





ჯესიკა სიმპსონი და ადელი



image


ეს ცნობილი სელებრითები საღეჭი რეზინის გარეშე გაგიკვირდებათ და, ერთ დღესაც ვერ ძლებენ.





კირა ნაითლი და ჰელენ მირენი



image


ამ წარმატებული, ბრიტანელი მსახიობების მთავარ ცოდვას ის უცენზურო ლექსიკა წარმოადგენს, რასაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ. "გინება - ჩემი მთავარი ცოდვაა, თუმცა ამისგან დიდ სიამოვნებასაც ვიღებ"- განაცხადა ერთხელ ჰოლივუდის ვარსკვლავმა კირა ნაითლიმ.





ვიქტორია ბექჰემი და კრისტინა აგილერა



image


ეს ქალბატონები საყიდლებზე სიარულის გადაჭარბებული სიყვარულით იტანჯებიან.





ჯენიფერ ლოპესი და სოფია ვერგარა



image


და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული ჩვევა - მათ ყავის გარეშე სიცოცხლე უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ.




0
670
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
670