x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
რატომ ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის ყველა გედი მონარქს?
image

დიდი ბრიტანეთის მდინარეებსა და ტბებში მცხოვრები ყველა გედი ნამდვილად ეკუთვნის მონარქს. განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ფრინველების მიმართ, ჯერ კივდევ მე -XV საუკუნიდან მოდის და ეს დაკავშირებულია არა რაიმე ლამაზ ლეგენდასთან, არამედ იმ დროში არისტოკრატების გასტრონომიულ მიდრეკილებებთან. გედის ხორცი სამეფო დელიკატად ითვლებოდა და უბრალო ხალხს მკაცრად ეკრძალებოდა მისი ჭამა. ასე რომ, 1483 წელს გამოიცა ბრძანება, რომელიც უკრძალავდა მაცხოვრებლებს გედების მოშენებას. ხოლო 1496 წელს, ერთწლიანი პატიმრობა და დიდი ჯარიმა ემუქრებოდა მას, ვინც გედის კვერცს მოიპარავდა, ან თუნდაც სხვა გზით მოიპვებდა. გედების მოშენება ნებადართული იყო მხოლოდ სამეფო ლიცენზიით, ვიწრო წრის წარმომადგენლებისთვის.


დროთა განმავლობაში, შემუშავდა ნიშანთა სპეციალური სისტემაც, რომლითაც ინიშნებოდა ფრინველთა ნისკარტები, ასე რომ ყველას შეეძლო იმის დადგენა, თუ ვინ ფლობდა კონკრეტულ გედს. თუ ნისკარტზე ნიშანი არ იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ფრინველი მონარქს ეკუთვნოდა.


მე -XVIII საუკუნისათვის, გედის ხორცი აღარ ითვლებოდა სამეფო დეკიკატესად. ხოლო ცხოველთა უფლებების დამცველების გაზრდილი საქმიანობის გამო, გედების დანიშვნის ფრაქტიკა თანდათანობით შეწყდა. მაგრამ ტრადიცია, რომლის თანახმად, დიდებული ფრინველები ეკუთვნის მონარქს, ანუ დიდი ბრიტანეთის დედოფალს, შენარჩუნდა.



დღეისთვის ითვლება, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ფლობს მხოლოდ ტემზასა და მის შენაკადებზე მცხოვრებ გედებს. ამ ტრადიციის შესახსენებლად ქვეშევრდომებისათვის, ყოველწლიურად იმართება ცერემონია სახელწოდებით " გედების ინვენტარიზაცია" როდესაც გედებს ტემზაზე იჭერენ ნიშნავენ, ითვლიან და ისევ უშვებენ მდინარეში.


ნავების კავალკადამ აუცილებლად უნდა ჩაიაროს უინძორების სასახლის წინ და ნიჩბების აწევით წარმოთქვას საუკუნეების განმავლობაში უცვლელი ლოზუნგი - "გაუმარჯოს მონარქს, გედების მბრძანებელს"


სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მცხოვრები ზუთხი, ვეშაპი და დელფინი ასევე დედოფლის საკუთრებაა. ეს ასევე ძალიან ძველი კანონია - იგი 1324 წელს იქნა მიღებული.

0
312
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0