x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სირიაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალი დაიღუპა

image
ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს საომარ მოქმედებებში სირიის არაბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. . მაგალითად, ამ ქვეყანაში თურქეთი და რუსეთი მხარს უჭერენ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს. ძალიან ხშირად გვსმენია, რომ მიმდინარე ბრძოლების გამო, პროფესიონალი რუსი სამხედროები ან დაქირავებულები იღუპებიან. დღევანდელი დღე (18 აგვისტო) რუსული მედიის განცხადების თანახმად გამანაკლისი არ აღმოჩნდა.


დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ გლადკიხი, ამის შესახებ "რუსული გაზაფხული" წერს. სირიაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, პუბლიკაცია აღნიშნავს, რომ ატი-ტაიმის ნავთობის საბადოზე, დეირ ეზ-ზორის სამხრეთით მდებარე მაღაროში, დაიღუპა რუსი გენერალი, ასევე ქალაქ ალ-მეიადინის ეროვნული თავდაცვის მეთაური, ორთხ დაქვემდებარებულ პირთან ერთად. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.


ცნობილია, რომ რუსი 36-ე გაერთიანებული, შეიარაღებული არმიის მეთაურის მოადგილე იყო. მსახურობდა ბაიკალის მხარეში. და ბოლოს, დავამატებთ, რომ გენერალ-მაიორის წოდება მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა 2016 წლის 12 დეკემბერს.


0
511
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0