x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
Cher Ami - მტრედი გმირი.
image

ერთხელ ბატებმა გადაარჩინეს რომი ჰუნების შემოსევის დროს. ჩვემა ბუმბულიანმა გმირმა არანაკლები გააკეთა. ამ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მტრედზე - " Cher Ami " რომელმაც გადაარჩინა შეერთებული შტატების ჯარი პირველ მსოფლიო ომში.


ეს მოვლენები მოხდა 1918 წლის სექტემბერში, საფრანგეთის ჩრდილოეთით. შეტევა არგონიდან, პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლაა, რომელიც ზავის დადებამდე 47 დღის განმავლობაში მიმდინარობდა. ამოქმედებული იქნა მოკავშირეთა მილიონიანი არმია, დაიღუპა 25 000-ზე მეტი ამერიკელი.


500 ამერიკელი ჯარისკაცის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაიორი ჩარლზ უაიტ უიტსილი, გერმანელების გარემოცვაში გორაკის ძირში იყო გამაგრებული. დაპირისპირების ერთი დღის შემდეგ მხოლოდ 200 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა სიკვდილს. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, მას შედეგ რაც მოკავშირეებმა, რომელთაც არ იცოდნენ ქვედანაყოფის ზუსტი ადგილმდებარეობსი შესახებ, ცეცხლი გახსნეს მათი მიმართულებით.



მაიორმა უიტლსლიმ ფოსტალიონი მტრედის მეშვეობით ორი შეტყობინების გაგზავნა სცადა, სადაც დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ორივე მათგანი მოკლული იქნა გერმანელების მიერ. გრძელდებოდა მოკავშირეთა ცეცხლი ამერიკელთა მიმართულებით. ბოლოს იქნა გაშვებული, მტრედი, სახელად "შერ ამი", სასოწარკვეთილი გზავნილით: ჩვენ განლაგებულები ვართ გზის გასწვრივ, პარალელურად 276.4. ჩვენივე ჯარი ახორციელებს შეტევას ჩვენს პოზიციაზე, ღვთის გულისთვის, შეჩერდით! ”


მტრედი როგორც კი აფრინდა მტრის ჯარისკაცებმა მას ცეცხლი გაუხნეს. ფრინველს 25 წუთი დასჭირდა მტრის ტყვიების ბარიერის გავლით, 40 კილომეტრით დაშორებით მოკავშირეთა შტაბამდე მისაღწევად.


მტრედმა მიაღწია დანიშნულების ადგილს. ფრინველს სულ მთლად დაცხრილული იყო-ჭრილობა მკერდის არეში, ამასთანავე აკლდა ერთი თვალიც. ერთი ფეხი იმდენად ტრავმირებული ჰქონდა, რომ უბრალოდ ეკიდა კანისა და ძარღვების მეშვეობით. დახმარების მოთხოვნა, რომელიც მეტალის პაწაწინა ყუთში იდო, სწორედ ამ ფეხზე იყო მიმაგრებული.

მოკავშირეებმა მაშინვე შეწყვიტეს საარტილერიო ცეცხლი და საბოლოოდ მოახერხეს მტრის პოზიციების გარღვევა.


Cher Ami გახდა პირველი მსოფლიო ომის გმირი, რომელმაც 197 ამერიკელი ჯარისკაცი გადაარჩინდა გარდაუვალ სიკვდილს. მიენიჭა საფრანგეთის არმიის მედალი " Croix de Guerre"


გმირი მტრედი გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ ჭრილობების გართულების გამო. მისი ფიტული ვაშინგტონში, ამერიკული ხელოვნების სმიტსონის მუზეუმშია.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0