x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
რას უკრძალავდა კონტრაქტი ცნობილ ადამიანებს?

image

შვედეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შტეფან შვარცმა, კარიერის მწვერვალზე ყოფნისას უეცრად გადაწყვიტა გამხდარიყო "კოსმოსური ტურისტი". ანუ გადაეხადა კოსმოსური ფრენის საფასური საკუთარი სახსრებიდან. .. ეს ცნობილი გახდა ინგლისური კლუბის "სანდერლენდის" მფლობელებისთვის, ისინი აპირებდნენ შვედთან ხელშეკრულების გაფორმებას. კოსმოსური მოგზაურობის აკრძალვა ხელშეკრულებაში შევიდა, როგორც ცალკეული პუნქტი. შტეფან შვარცი პასუხიმგებლიანი ადამიანი აღმოჩნდა - ის არასოდეს გაფრენილა კოსმოსში.


ამერიკელი მსახიობსა და მომღერლს, დემი ლოვატოს პოპულარობა უკვე შვიდი წლის ასაკში ეწვია. მაგრამ, პოპულარობასთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც მოვიდა, ის ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. პროდიუსერებმა გადაწვიტეს თავი დაეზღვიათ და პატარა ვარსკვლავის მშობლებთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბავშვს ეკრძალებოდა სუიციდის აქტის განხორციელება.


2013 წელს ბოსნიური წარმოშობის გერმანელმა პროფესიონალმა მოკრივე მარკო ჰუკმა ხელი მოაწერა კონტრაქტს სარეკლამო კომპანია - Sauerland Event-თან. შეთანხმების პირობები მკაცრი იყო - მოკრივეს არ ჰქონდა დამარცხების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას უფლება ეძლეოდა ცალმხრივად შეეწყვიტა კონტრაქტი.



ჰოლივუდელ მსახიობს კეტონ ბასტერს უწოდეს "კომიკოსი ღიმილის გარეშე" მისი საუკეთესო სამსახიობო წლები " უსიტყვო ფილმების" ეპოქაში იყო. იმის მიუხედავად, რომ ის კომიკოსი გახლდათ, მაყურებელს მისი ღიმილი არასოდეს უნახავს. კონტრაქტი მსახიობს გაღიმებას უკრძალავდა, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, არამხოლოდ გადასაღებ მოედანზე, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც. ამ პუნქტის დარღვევისთვის, მსახიობს ჯარიმის გადახდა უწევდა. უცნაურ აკრძალვას იმით ხსნიდნენ, რომ ბასტერის თითქოსდა "ქვის სახის" გამომეტყველება, მას კიდევ უფრო კომიკურს წარმოაჩენდა.


ფრანგი კალათბურთელი ტონი პარკერი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა კალათბურთის ეროვნულ ასოციაციაში, კონტრაქტის მიხედვით უნდა გაფრთხილებოდა თავის ხელებს, როგორც ძვირად ღირებულ ინსტრუმენტს. სპორტსმენს ეკრძალებოდა ბაღის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.


ზოგიერთი ჰოლივუდური კინოსტუდიის მეპატრონეები აღშფოთდნენ იმით, რომ ფილმის სცენარი ცხობილი გახდა საზოგადოებისთვის კინოეკრანზე გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ახლა მრავალი მსახიობის, სცენარისტის და რეჟისორის კონტრაქტი მოიცავს პირობას - სოციალური ქსელით ურთიერთობის აკრძალვის შესახებ. იმისთვის, რათა კინოსამყაროს საიდუმლოებები არ გამოაშკარავდეს დათქმულ ვადაზე ადრე.


რამდენიმე წლის წინ ბრიტნი სპირსმა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა ლას – ვეგასის ერთ – ერთ კაზინოსთან. ამ ხელშეკრულების თანახმად, მომღერალი კვირაში ორჯერ წარდგება დაწესებულების ვიზიტორთა წინაშე, რისთვისაც სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებს. მართალია კონტრაქტი მას აკრძალვების სიის წინაშე აყენებს. მაგალითად, შესაძლო ორსულობა უნდა გამოირიცხოს ხელშეკრულების დასრულებამდე. ასევე მომღერალს ეკრძალება დათრობა.


2011 წელს კომპანია Coca-Cola- მ და ბრაზილიელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა რონალდინიომ ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულება გააფორმეს:ფეხბურთელი სასმელის რეკლამირებას მოახდენდა, ხოლო მწარმოებლები მას 750 000 დოლარს გადაუხდიდნენ. თანამშრომლობა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იგი გათვლილი იყო 3 წელზე. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რონალდინიო გამოჩნდა პეპსის ორი ქილით - Coca-Cola-ს კომპანიის დაუძინებელი მტრის, სასჯელმაც არ დააყოვნა, კონტრაქტი მაშინვე შეწყდა.


Vancouver Canucks NHL– ის მეპატრონეებმა ჰოკეის მოთამაშეებს აუკრძალეს ვიდეო თამაშების თან წაღება გასვლით მატჩებზე. გუნდის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ მოათამაშეების კომუნიკაციას ერთმანეთთან. მითუმეტეს ზოგიერთი სპორტსმენი ღამით დიდ დროს უთმობდა ვიდეო თამაშებს, რაც მათ ასპარეზობაზე ახდენდა გავლენას.

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0