x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
საინტერესო ფაქტები თეთრი სახლის შესახებ.
image

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციას ოფიციალურად უწოდეს თეთრი სახლი 1901 წლის 12 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც თეოდორ რუზველტმა ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს. მანამდე რეზიდენციას სხვადასხვა სახელს ეძახდნენ: "პრეზიდენტის სასახლე", "საპრეზიდენტო სახლი" და ა.შ. მაგრამ XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ზოგიც მას "თეთრ პალატას" უწოდებდა.


შენობის მშენებლობა დასრულდა 1800 წლის 1 ნოემბერს, მალევე იქ გადაბარგდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ადამსი. ამრიგად, მხოლოდ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონს არ უცხოვრია თეთრ სახლში, რომელსაც ეს თანამდებობა 1789-1797 წლებში ეკავა. საპატიო მიზეზის გამო - იმ დორისთვის მშენებლობა დასრულებული არ გახლდათ. ამავე დროს, ვაშინგტონმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრი სახლის გეგმის შემუშავებაში.


მშენებლობის დასრულებისთანავე, შენობას უბრალოდ ვერ ეწოდა თეთრი სახლი, რადგან იგი აშენდა რუხი ქვიშაქვისგან.1814 წელს თეთრი სახლი ბრიტანელებმა გადაწვეს, ამის შემდეგ მოხდა მისი კაპიტალური რეკონსტრუქცია, სწორედ მაშინ შენობა გადაღებეს თეთრად.



დღეს თეთრი სახლი ვერ გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიმაღლე საკმაოდ მოკრძალებულია - 21 მეტრზე ცოტა მეტი... მაგრამ, მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებამდე, ეს იყო უდიდესი შენობა შეერთებულ შტატებში. ... მას აქვს 132 ოთახი, 147 ფანჯარა, 412 კარი, 8 კიბე, 3 ლიფტი და 35 სააბაზანო.


ყველას, ვისაც აქვს ამერიკის მოქალაქეობა, შეუძლია მოინახულოს თეთრი სახლი. მართალია, ჯგუფის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 10 ადამიანი. მსურველები უნდა ჩაეწერონ სიაში ექვსი თვით ადრე. უცხოელებისათვის ამის გაკეთება უფრო რთულია, მაგრამ ბევრი ტურისტული სააგენტო მზად არის ასეთი სამსახურის გასაწევად, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.


ქვეყნის თითოეულ პრეზიდენტს, თანამდებობის დაკავებისას, უფლება აქვს, თეთრი სახლი მისი სურვილისამებრ მოაწყოს. მაგალითად, ფრანკლინ რუზველტისთვის დამონტაჟდა დახურული აუზი, მას ფეხები პარალიზებული ჰქონდა, მას შემდეგ, რაც მან განიცადა პოლიომელიტი. დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერისთვის მოეწყო გოლფის მოედანი, ხელოვნური საფარით, ხოლო ბილ კლინტონი ჭარბ წონას სარბენი ბილიკით ებრძოდა.


მხოლოდ ორი რამის შეცვლა არ არის დაშვებული: აბრაამ ლინკოლნის საწოლი და მისი სამუშაო მაგიდა. მართალია ამბობენ, რომ ლინკოლნი არასოდეს წოლილა ამ ხელშეუხებელ საწოლში.


თეთრი სახლის მეორე და მესამე სართულები განკუთვნილია შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრებისთვის. თეთრ სახლში ცხოვრება უფასოა, მაგრამ საკვები პროდუქტების თანხა პრეზიდენტმა თავად უნდა გადაიხადოს. ვადის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ტოვებს თავის დიდებულ აპარტამენტებს, მას ცხოვრების ბოლომდე ენიშნება სოლიდური პენსია.


1891 წელს თეთრ სახლში ელექტროენერგია გაჩნდა.პრეზიდენტი ბენჟამინ ჰარისონი დიდხანს ვერ ეგუებოდა ამ სიახელეს, ის ნათურის ანთებასაც კი ვერ ბედავდა. ეს საპატიო მოვალეობა დაეკისრა "სპეციალურად გაწვრთნილ ადამიანებს". 1926 წელს რეზიდენციაში გამოჩნდა პირველი მაცივარი, ხოლო 1933 წელს დამონტაჟდა კონდიციონერები.


1948 წლისთვის, ეს შენობა იმდენად გაფუჭდა, რომ ჰარი ტრუმენი იძულებული გახდა სრული რემონტი ჩაეტარებინა. თავად პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, პენსილვანიის ქუჩაზე მდებარე სხვა სახლში ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ტრუმინები განახლებულ თეთრ სახლში დაბრუნდნენ მხოლოდ 1952 წლის მარტში.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0