x
მეტი
  • 28.10.2020
  • სტატია:104441
  • ვიდეო:348185
  • სურათი:469094
მედვედევი არ ნანობს საქართველოს წინააღმდეგ ომს

image

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა RBC– სთან ინტერვიუში თქვა, რომ იგი საერთოდ არ ნანობს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო 2008 წელს. მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის არმია შეიჭრა საქართველოში, კერძოდ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.


მედვედევის თქმით, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება ესაჭიროებოდა. ხოლო დიმიტრი მედვედევი იმდროინდელ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებად მიიჩნევს. დიმიტრი მედვედევი ირწმუნება, რომ პირველ რიგში რუსული ჯარი იცავდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს, შემდეგ კი, კვლავ ხალხის თხოვნით, მათ დაეხმარა დამოუკიდებლობის მიღებაში. მედვედევმა აღიარა, რომ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მისი არ მიღება შეუძლებელი გახლდა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე უწოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, კერძოდ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს"კრიმინალური" და მისივე ქვეყნისთვის ზიანის მომტანი. ამიტომ კრემლს სამხედრო გზა რომ არ აერჩია, შეიძლება სიტუაცია " დენთის კასრი" გამხდარიყო.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0