x
image
DANNI
ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები
მათ ძნელი და მტანჯველი გზა გამოარეს იქამდე სადაც ახლა არიან, ებრძოდნენ სიღარიბესა და უიმედობას, უფრო მეტიც
ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ და არანაირი ბედნიერი მომავლის იმედი არ ჰქონდათ.წარმოგიდგენთ რამოდენიმე ცნობილ ვარსკვლავს, რომლებიც უსახლკაროდ ცხოვრობდნენ სანამ ცნობილები გახდებოდნენ.

image


image





















თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან ერთად ტრაილერის ვაგონში ცხოვრობდა, მოგვიანებით უფროსი დის კარავში გადავიდნენ საცხოვრებად.ჭაბუკი ჯიმი ადგილობრივი კანადური კომედი-კლუბების სცენაზე გამოსვლით ირჩენდა თავს, სანამ ის ლოს ანჯელესში არ ჩამოვიდა და არ შეამჩნიეს წარმატებულმა მენეჯერებმა.
ოსკაროსანი მსახიობი ჰოლი ბერი 21 წლის ასაკში ხშირი სტუმარი იყო უპატრონოთა თავშესაფრების.მოგვიანებით გადავიდა ნიუ იორკში სადაც მისი წარმატების ვარსკვლავმა დაიწყო ამობრწყინება.


ასევე ოსკაროსანი ჰილარი სუონკი დედასთან ერთად ცხოვრობდა ძველ ავტომობილში, როცა მათ ლოს ანჯელესში გადაწყვიტეს წამოსვლა, მხოლოდ 75 დოლარი ჰქონდათ რომ თავი გაეტანათ.
ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ჯეიმს ბონდი, დენიელ ქრეიგი, რთული დასაჯერებელია მაგრამ ღამის გასათევად წასასვლელი რომ არ ჰქონდა, ლონდონის პარკების სკამებზე იძინებდა.

imageimage



















ოსკაროსანი მსახიობი, წარმატებიული პროდიუსერი და სცენარისტი, სილვესტერ
სტალონე იხსენებს თავისი კარიერის დასაწყისს : „ კვირეების განმავლობაში მეძინა
ავტობუსების სადგურზე, სრულიად გაკოტრებული და გაუბედურებული ვიყავი, როცა
შემთხვევით, სადღაც მიგდებულ გაზეთში არ წავიკითხე განცხადება ეპიზოდური როლის შესახებ, რომელშიც 100 დოლარს იხდიდნენ“.

imageimage





















ჟან კლოდ ვან დამი კარიერის დასაწყისში, სანამ აღიარებას მოიპოვებდა ლოს ანჯელესის ქუჩებში დაეხეტებოდა და იქვე ათევდა ღამეებს.

ალბათ, არც არის გასაკვირი თუ რატომ გამოსდით ამ მსახიობებს დაუნდობელი და მებრძოლი ადამიანების როლის თამაში.

10
875
10-ს მოსწონს
ავტორი:DANNI
DANNI
875
  
2012, 21 აგვისტო, 23:01
ცდები, ყველაფერზე ჩემი აზრი გამაჩნია :) უბრალოდ ესეთ რამეზე დავას ვერ დავიწყებ, ან რაა აზრი უნდა გამოვთქვა?? საზროვნო არის აქ რამე? პირდაპირ ხდება ინფორმაცის მიღება, ჯიმ კერის ბიოგრაფიაზე რამე რომ ვიცოდე შეგედავებოდი. ეხლა წარმოდგენილია ორი წყარო, თქვენი უფრო ძნელად დამაჯერებელია თუმცა შესაძკებელიც :)
2012, 21 აგვისტო, 19:24
შენ კიდე შენი აზრი არ გაგაჩნია,წინათ ჯიმ კერის უთანაგრძნობდი,ეხლა კიდე სხვას ემხრობი საწინააღმდეგოს ამტკიცებ.ყველაზე ცუდი ეგაა ადამიანის თავისი აზრი რო არ გააჩნია,დანარჩენს ყველაფერს ეშველება ;)
2012, 21 აგვისტო, 11:32
სხვათაშორის ეს ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია არ არის.უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით დავწერე.ალბათ ის გერჩივნათ ქალიშვილობის ინსტიტუტებზე მეწერა რაღაცა აბდაუბდა .მაგრამ ეს კრიტიკა კარგია .ჩანს რო ბევრი კითხულობს.ჯიმ ქერიზე არსად წერია ღამეს ქუჩაში ატარებდა თქო.მათი ცხოვრების მცირე ეპიზოდებია მოყვანილი როცა უჭირდათ და სულიერად არ გატყდნენ.ცხოვრებაში ყველას გვაქვს ასეთი კრიზისები და ჩავარდნები,მაგრამ რაღამც ცნობილები არ ვართ არსად წერია.ჩემი ცხოვრება რო დავწერო ბესთსელერად გადაიქცეოდა.
2012, 20 აგვისტო, 20:35
კაროჩე მაროჩე რაა, ოღანდ დაწერონ სტატია და რას დაწერენ ეგ კიდიათ )))
2012, 20 აგვისტო, 19:44
ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა.მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი.ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში. აი ჯიმ ქერის ინფორმაცია,რა ეზოში ეძიძინა და სკამებზე,კარგიტ ხალხნო რა
2012, 20 აგვისტო, 19:42
და ეს ინფორმაიცა საიდან არის. რა ვერ გავიგე იცით მარტო 75 დოლარი რო ქონდა ლოსანჯელესებში და ნიიორკებში როგორ მიდიოდნენ ერთი. თუ თვითფრინავის ბილეთებს ჩუქნიდნენ
2012, 18 აგვისტო, 17:27
ჯიმ კერის მალადეც, ესეთი გაჭირვებული ცხოვრბის მიუხედავად მაინც ინარჩუნებდა კარგ და მხიარულ განწყობას.
2012, 18 აგვისტო, 14:42
უსახკლარო არა იხვები:Dყველაფერუ როგორ გჯერათ:D
2012, 17 აგვისტო, 18:14
მადლობა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10