x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რუსული სპეცრაზმის მეთაური მოკლულია”: სირიაში შეერთებული შტატების ავიაციამ გამანადგურებელი დარტყმა განახორციელა, მოკლულია ბევრი რუსი ჯარისკაცი

image

სირიის არაბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდგომარეობა იგივე რჩება. იქ საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სირიის ჩრდილო – დასავლეთ პროვინციაში იდიბიბში მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, საარტილერიო სისტემების გამოყენებით, ერთი მხარეს არიან ადგილობრივი მეამბოხეები და თურქები, მეორე მხარეს კი ასადისტები და რუსები. როგორც Replyua.net ავრცელებს ინფორმაციას, (კავკას ცენტრის რესურსი, რომელიც ადგილობრივი ბლოგერების და ელექტრონული მედიისგან ახალ ამბებს თარგმნის რუსულად) აღნიშნავს, რომ სირიაში რუსებმა უშედეგო შეტევა განახორციელეს, რასაც დანაკარგები მოჰყვა. შედეგად რუსი დაქირავებულები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.


გზავნილში ნათქვამია: ” აჰარ შამის" ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ასადისტების და რუსების შეტევა მოგერიებულია ალ-ჰადადის ფრონტზე ლატაკის ჩრდილოეთით. ბრძოლის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგემ განიცადა ზარალი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ და იძულებული გახდა უკან დაეხია. რესურსმა დაამატა: ლატაკიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული სპეცსამსახურების მეთაური იქნა ლიკვიდირებული. იმფორმაცია დადასტურდა.


გარდა ამისა რუსებს ასევე დიდი ზარალი მიადგათ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამის მიზეზი გახდა აშშ-ს ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები. შეტყობინებაში აღნიშნულია: აშშ-ს საჰაერო შეტევის შედეგად, დეირ ეზ-ზორში, ირანის ჯარების შტაბზე, დაიღუპა 23 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი. ეს ინფორმაცია დაადასტურეს სირიულმა წყაროებმა.





2
865
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
865
  
2020, 7 აგვისტო, 13:57
ვინ იცის რა მოხდება.
2020, 7 აგვისტო, 8:49
სავრაუდოტ თურქებს დარტყავს ამერიკელებს მოერიდეა ჯერ პუტინიკო ბიძია.ვიეტნამი და ავგანეთი გრზლდება
0 1 2