x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ლარი სიცოცხლისთვის -მე არ ვიყიდი ხვალ ერთ ნაყინს
image


სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებ 26 წლის გიორგი ცაძიკიძეს გულის გადანერგვა სჭირდება. ეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადეთი საშუალებაა, გიორგის მეგობრები მის დასახმარებლად ერთიანდებიან. მისთვის ოპერაციის ჩასატარებლად მინიმუმ 15 000 ლარია საჭირო. ეს კი იმდენივეა 15 000 მა ადამიანმა, მხოლოდ ერთი დღე არ ვიყიდოთ ნაყინი ან კოლა, ერთი დღე გავძლოთ უსიგარეტოდ, სამაგიეროდ ერთი ქართველი ვაჟკაცი გადავარჩინოთ. გიოს დასახმარებლად თანხის გადარიცხვა სატელეფონო ზარის საუალებითაც შეიძლება. უახოეს დღეებში მეგობრები გიორგი ცაძიკიძის გადასარჩენად საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობასაც გეგმავენ და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ ჯგუფში გიორგის მეგობარი მაგდალენა მეოტიშვილი წერს.

"მეგობრებო დღეს მინდა დავაანონსო ღონისძიება გიოს ❤️- სთვის!!

ღონისძიება გაიმართება ზემო ალვანის კულტურის სახლის ეზოში, დასწრება იქნება ნებაყოფლობითი..


მოგმართააავთ თხოვნით ???????? ყველააააას ვისაც შეგიძლიათ სიმღერა, ცეკვა, ლექსებიც წაკითხვა, დაკვრა, ნებისმიერი რამ გთხოვთ მომწერეთ... ძალიან მჭირდება ეხლა თქვენი გვერდში დგომა... ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება ❣️❣️❣️

...
ასევე !! თუ ვინმეს გაქვთ სურვილი გადმოგვცეთ თქვენს მიერ შექმნილი ნივთები, ხელნაკეთი აქსესუარები, თუშური ტრადიციული საკვები(ყველი, ხინკალი და ა.შ), ასევე თუ ვინმეს გაქვთ სურვილი გამოგვიცხოთ და მოგვიმზადოთ რამეე რაც გამოფენა-გაყიდვის დროს გაიყიდება და შემდეგ რათქმაუნდა თანხა სრულად მოხმარდება გიოს მომწერეთ ნებისმიერ დროს" - წერს მაგდალენა მეოტიშვილი.

გიორგის დასახმარებლად ასევე მოქმედებს საბანკო ანგარიშის ნომერი რომელსაც ფოტოზე ხედავთ.მისი სიცოცხლე ახლა თვითოეული ჩვენგანის ხელშია.



0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0