ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც აგვისტოში ფინანსურად გაუმართლებთ, ან გაღარიბდებიან 2020, 1 აგვისტო, 10:35 აგვისტოში ზოდიაქოს სამი ნიშანი შესამჩნევად გამოისწორებს ფინანსურ მდგომარეობას, თუმცა ასევე სამ ნიშანს რთული პერიოდი ელის.
მოდი, ვნახოთ, ვის გაუმართლებს და ვის არა აგვისტოში:
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც წარმატება ელით: 1.ტყუპები თუ ვინმეს აქვს შანსი ფული კარგად გამოიმუშავოს, მაშინ ეს პირველ რიგში ტყუპებია. თუმცა, უნდა შეეშვათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედის ქონას და გუნდური მუშაობა უნდა ისწავლოთ. გახსოვდეთ, დრო შეზღუდულია და მარტო ვერაფერს მოასწრებთ. აი, საიმედო მოკავშირესთან ერთად კი მთებსაც გადააბრუნებთ. 2.სასწორი დიპლომატიურ ვერძებს შეუძლიათ ახლობლების აზრიც გაითვალისწინონ და ფულიც ჭკვიანურად დახარჯონ. ასტროლოგები გირჩევენ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ყოველი ნაბიჯი გულდასმით აწონ-დაწონოთ. ასეთი დაწვრილმანება საბოლოო ჯამში მხოლოდ კარგ შედეგს მოგიტანთ და აგვისტო ფინანსური თვალსაზრისით ძალიან წარმატებული თვე აღმოჩნდება. 3.მორიელი მოსალოდნელია, რომ საჭირო ადამიანებს გაიცნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ შემოსავალი გაზარდოთ. ეს შესაძლოა იყოს ახალი ბიზნესპარტნიორი ან ახალი დამსაქმებელი. თუმცა, პირად ფრონტზე საინტერესო თავგადასავალიც არაა გამორიცხული. ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ფინანსური კრიზისი ელით: 1.მშვილდოსანი მშვილდოსნებს აგვისტოში ვერაფრით გავახარებთ. ამ თვეში სირთულეებია მოსალოდნელი, როგორც დაქირავებით მომუშავეთათვის, ისე კერძო ბიზნესში. მოგიწევთ ეს რთული პერიოდი როგორმე გადაიტანოთ, თანაც ხარჯები გაიზრდება. სამაგიეროდ, სექტემბრის დასაწყისიდანვე ყველაფერი გამოსწორდება. მოთმინება გმართებთ. 2.მერწყული ზაფხულის ბოლო თვე ფინანსური თვალსაზრისით ძალიან არასახარბიელო იქნება. იმედი ნუ გექნებათ, რომ წარმატებულ გარიგებებს დადებთ ან ფულს თუნდაც რაიმე ავანტიურის გზით იშოვით. შეეცადეთ რისკები მინიმუმამდე შეამციროთ. გაუფრთხილდით უკვე არსებულ ფინანსებს, რომ უფრო ხელსაყრელ პერიოდში წარმატებით დააბანდოთ. 3.კიბო აგვისტოში ბევრი მუშაობა მოგიწევთ და ამიტომ დასვენებაზე ნურც იფიქრებთ. გაერკვიეთ საქმეებში და იმუშავეთ როგორც წესი და რიგია. შესაძლოა მოვიდა დრო, გაერკვეთ იმაში, რასაც შემდეგისთვის გადადებდით ხოლმე. მაგრამ გახსოვდეთ, შედეგი მყისიერი არ იქნება. მხოლოდ შემოდგომის დასაწყისში შეგიძლიათ იფიქროთ დამსახურებულ ჯილდოზე. 127 1-ს მოსწონს
|