x
image
ლურჯი თოლია
თურქი მსახიობების რეალური წყვილები

თურქული სერიალები საქართველოში პოპულარობას არ კარგავს და თურქი მსახიობებიც აქტიური განხილვის საგანია. საზოგადოებას აინტერესებს მათი პირადი ცხოვრებაც. წარმოგიდგენთ თურქი მსახიობების 3 წყვილს, რომლებიც რეალურად დაქორწინდნენ.

Burak Özçivit და Fahriye Evcen

image

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი თურქი წყვილი 34 წლის Burak Özçivit და 32 წლის Fahriye Evcen მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2017 წლის 9 მარტს გერმანიაში დაინიშნა და 29 ივნისს სტამბულში დაქორწინდა. მათ უკვე ვაჟიც ჰყავთ.

Halit Ergenç და Bergüzar Korel

image

ეს წყვილი ქართველ ტელემაყურებელს ალბათ ყველაზე კარგად ახსოვს. Halit Ergenç და Bergüzar Korel ძალიან ცნობილი მსახიობები არიან არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა და ორი ვაჟი ჰყავთ.

Kadir Doğulu და Neslihan Atagül

image

თურქი მსახიობების ეს წყვილი ერთმანეთს 2013 წელს გადაღებებზე შეხვდა და მალევე დაიწყო მათი რომანი. ისინი 2016 წლის 8 ივლისს დაქორწინდნენ.

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0