x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემო კახა, კარლოვიჩ სულ "პროწივით" უნდა გატაროთ, უკონდიციონერო ყვითელი ავტობუსით!" - გიგა მაქარაშვილი კახა კალაძეს

image


განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა მოსახლეობაში დიდი დაბნეულობა და ვნებათაღელვა გამოიწვია, საზოგადოება სოციალურ ქსელში გზის სავალი ნაწილის შუაში ჩადგმულ ავტობუსების ახალ გაჩერებებსა და საზოგადო ტრანსპორტში კონდიცირების არარსებობას აქტიურად განიხილავს და არც საკუთარი, კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისგან იკავებს თავს, სწორედ ერთ - ერთი ასეთი, სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ - ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საგანგებო პოსტი მიუძღვნა და საჯაროდ მიმართა: "ჩემო მერო, ჩემო კახა, კარლოევიჩ ციხისკენ მიმავლ გზაზე, საქალაქო სასამართლოდან გეგუთამდე სულ "პროწივით" უნდა გატაროთ, უკონდიციონერო ყვითელი ავტობუსით და ნიღაბით! უი, ქუსლიანი ფეხსაცმელი თავად შეარჩიე" - დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გიგა მაქარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო არეალი მთლიანობაში 2.5 კილომეტრს მოიცავს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით მოძრაობის გადაწყვეტილება საჭირო სწორედ იმიტომ გახდა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლების გზის განაპირა ნაწილზე განთავსება დედაქალაქს მთელ რიგ პრობლემებს შეუქმნიდა.


0
571
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
571