x
image
ქეთეონე
ფრანგული მაკიაჟის 5 წესი - რატომ არ უნდა გამოიყენოთ ჩრდილები, ჰაილაითერები და ტონალური საშუალებები

1 წაისვით პომადა თითებით


imageპარიზელი ქალებისთვის უცხოა ფუნჯების კოლექციის შეგროვება: კლასიკურ, მკვეთრ წითელ პომადასაც კი ისინი თითებით ისვამენ. „ასე ძალიან სექსუალურ, ოდნავ პუდრაშეხებულ ეფექტს ვიღებთ“ - განმარტავს ჟანა.


2 წარბებისთვის მხოლოდ გამჭვირვალე გელი გამოიყენეთ


image

მოხატვის გარეშე წარბები ერთმანეთის იდენტური არ იქნება: თქვენ ხომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა დახატულ სახიანი მანეკენი. ჟანას აზრით, ერთადერთი საშუალება, რის წასმაც წარბებზე ნამდვილად ღირს - გამჭვირვალე გელია. „მომწონს წარბები და წამწამები როგორც გამოიყურება კოსმეტიკის გარეშე, ამიტომ მე წამწამებს მხოლოდ ვიხვევ, წარბებს კი ვივარცხნი და გელით ვაფიქსირებ“ - გამოტყდა ის.



image

3 დაივიწყეთ ტონალური საშუალებები


„მე ვცდილობ შევქმნა სრულყოფილი „მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე“, რადგან მომწონს როცა ვხედავ კანს ხალებით, ჭორფლით, მიმიკური ნაოჭებით. ვფიქრობ ეს განსაკუთრებულობები გარეგნობას უნიკალურს ხდის, სახეს მომხიბვლელობას ჰმატებს“ - განმარტავს ჟანა. ფრანგებისთვის საყვარელი ტრენდული მაკიაჟი ჯანსაღი ბზინვარებაა. მაგრამ ამას არა ჰაილაითერების საშუალებით, არამედ კანის სწორად მოვლით მიიღებენ.


4 ნუ გადააჭარბებთ რუმიანას


„ალბათ, ყველაზე სასარგებლო ხრიკი, რაც გავითავისე ის არის, რომ რუმიანას ლოყებზე ოდნავ მაღლა ვისვამ. ასე ლიფტინგის მსუბუქ ეფექტს ვიღებ, ყვრიმალები
კი ოდნავ უფრო მახვილი გამოდის“ - გვიზიარებს დამასი.


5 უარი თქვით ჩრდილებზე

„კოსმეტიკით ნაკლებად გადატვირთული, ხალასი გამოხედვა რომ მივიღო, ქუთუთოებზე ვისვამ ჰაილაითერს ჩრდილებთან ერთად ან ერთ წვეთ მკვებავ, ცხიმიან კრემსაც“ - ამბობს ჟანა.

0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0